• რეკლამა
  • კონტაქტი
21:29, ოთხშაბათი, 29 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ გადასცა მედიას ჯუმბერ ბაჩალიაშვილზე მასალები? – სახელმწიფო ინსპექტირების სამსახური გამოძიებას იწყებს!

ალია ავტორი - ალია
20:59 08-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

გუშინ რამდენიმე მედიასაშუალებამ თამარ ბაჩალიაშვილზე და მის ოჯახზე გარკვეული მასალები გაასაჯაროა, კერძოდ, თამარის ჩვენება, მაშინდელი, როცა თამარი იყო არასრუწლოვანი, ასევე ჯუმბერ ბაჩალიაშვილის ე.წ. გადაწყვეტილება და განჩინება, რომლებსაც არ აქვთ ბეჭედი და ხელმოწერა.

დღეს, 7 აგვისტოს, მედიაში გასაჯაროვდა ასევე არასრუწლოვანი თამარ ბაჩალეიშვილის ექიმის ჩანაწერი, სადაც ბავშვთა ექიმი, გარდა თამარის მდგომარეობისა, საუბრობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილის ქცევებზე და ცხოვრების სტილზე.

დღეს სახელმწიფო ინსპექტირების სამსახური ავრცელებს განცხადებას, რომ იგი გამოიძიებს, მიაწოდეს თუ არა ძალოვანი უწყებებიდან მედიას ჯუმბერ ბაჩალიაშვილე ინფორმაცია და მასალები.

გამოიძიებს თუ არა სახელმწიფო ინსპექტირების სამსახური, არასრუწლოვანის სამედიცინო ბარათის მედიისთვის გადაცემულ საქმეს – ამ ეტაპზე უცნობია.

დიდი ალბათობით, ექიმის მიერ გაცემული ცნობის ასლიც ძალოვანი უწყებიდან მოხვდა მედიის ხელში, თუმცა, ეს რა თქმა უნდა ვარაუდია და იმედია, დადგინდება გამავრცელებლის ვინაობა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სპეციალურ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“გასაჯაროვდა სასამართლოს განჩინება ჯ.ბ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, სასამართლოს გადაწყვეტილება ჯ.ბ-სთვის გამოწერილი შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ და თ.ბ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიმღები ექიმის ჩანაწერი.

„პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციის  გასაჯაროებისას საფრთხე ექმნება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, მით უფრო, იმ შემთხვევაში როდესაც ხდება განსაკუთრებული კატეგორიის (ე.წ. ,,სენსიტიური“) მონაცემების გასაჯაროება, რომელსაც მიეკუთვნება პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, მსხვერპლად აღიარებასთან და დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებული მონაცემები.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო შემოწმება მედიასაშუალებებით გავრცელებული დოკუმენტების გამჟღავნების კანონიერებისა და შესაბამის დაწესებულებებში მათი უსაფრთხოებისთვის მიღებული ზომების შესწავლის მიზნით.

შემოწმებას დაექვემდებარებიან ის პირები ან/და დაწესებულებები, რომლებსაც შესაძლოა, წვდომა ჰქონდათ ზემოაღნიშნულ დოკუმენტებზე და რომელთა მხრიდან მონაცემთა დამუშავება ექცევა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენციაში. შემოწმება წარიმართება შემჭიდროებულ ვადაში.

მიუხედავად იმისა, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ვრცელდება მონაცემთა მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების ინფორმირების მიზნით დამუშავებაზე, მნიშვნელოვანია მედიასაშუალებებმა გაითვალისწინონ და პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.

სახელმწიფო ინსპექტორის მოუწოდებს ყველა პირს, სიფრთხილით მოეკიდონ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების გასაჯაროებას, რადგან მათმა გავრცელებამ შესაძლოა, არსებითი ზიანი მიაყენოს ადამიანის პირად ცხოვრებას“

თეგები: ბაჩალიაშვილის საქმელონდა თოლორაიასახელმწიფო ინსპექტირების სამსახურიჯუმბერ ბაჩალიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა

15:32 04-29-2026
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს

13:34 04-29-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს

14:27 04-28-2026
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში – სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
ახალი ამბები

ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში – სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა

13:57 04-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved