• რეკლამა
  • კონტაქტი
03:08, ხუთშაბათი, 16 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბოდიშს გიხდით, აბსოლუტურად მესმის თქვენი” – კახა კალაძე

ალია ავტორი - ალია
20:36 08-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომა დღეს ბოდიშით დაიწყო, რომელიც მან მძღოლებს ჭავჭავაძის გამზირზე შექმნილი გაუგებრობისთვის მოუხადა.

მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ ავტომობილის მძღოლს, ვინც კონკრეტულ ამ დღეს გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე და მის მიმდებარე ქუჩებზე, და მას მოუწია გარკვეული დროით საცობში დგომა. ადამიანურად, ნამდვილად მესმის თქვენი, მეც ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე ვარ, მეც ჩვეულებრივ ვმართავ ავტომობილს და გადავადგილდები ყოველდღიურად ქალაქში და რა თქმა უნდა, თქვენ ადგილზე, მეც იგივე განწყობა და დამოუკიდებულება მექნებოდა და აბსოლუტურად მესმის თითოეული თქვენგანის.

ვინმემ არ მინდა იფიქროს, რომ ეს არის რაღაც ჩემი ახირება ან ხუშტურები, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ბევრ ქალაქში ვარ ნამყოფი, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში 10 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი და მაქვს ამბიცია და რა თქმა უნდა, მინდა, რომ ყველაფერი საუკეთესო, რაც განვითარებულ, ევროპულ ქალაქებშია გაკეთებული, ჩემს ქალაქშიც ანალოგიური პროექტები იქნას განხორციელებული.

შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება გასული წლის 4 მარტს შედგა. სამუშაოების დასრულების ვადად თავდაპირველად 3 თვე განისაზღვრა და გამზირის ნაწილობრივ გახსნა 16 სექტემბერს დაანონსდა, თუმცა რეაბილიტაცია 1 წელზე დიდხანს გაგრძელდა. ხოლო 1 აგვისტოს, არასამუშაო დღეს, ცენტრალური გამზირის პარალიზებამ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. 

ამის შემდეგ თბილისის მერიამ განახლებული ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილების სქემა გამოაქვეყნა.

თეგები: კახა კალაძეჭავჭავაძის გამზირი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

სისხლის სამართლის ადვოკატი მარიამ ჭყონია – რთული საქმეების დაცვის სტრატეგია

14:50 04-15-2026
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
ახალი ამბები

PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში

13:19 04-15-2026
როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები
ახალი ამბები

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები

21:00 04-13-2026
კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved