• რეკლამა
  • კონტაქტი
11:22, ორშაბათი, 2 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბადრი ჯაფარიძე – “ლელო საქართველოსთვის” – სტრატეგია და პრინციპები უცვლელია

ალია ავტორი - ალია
13:43 08-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

„ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ამ პროცესში ოპოზიციური პარტიების როლზე ისაუბრა. მისი თქმით, “ლელო საქართველოსთვის“ – სტრატეგია და პრინციპები უცვლელია და „ქართული ოცნების“ დამარცხების მიზნით, ოპოზიციურ კოლეგებთან კოორდინაცია ძალაში რჩება.  

„ლელო საქართველოსთვის“ რამდენიმე დღეში დაასრულებს მაჟორიტარ კანდიდატთა შერჩევის პროცესს. პარტიის მაჟორიტართა წარდგენის ოფიციალური ღონისძიება უახლოესი ორი კვირის განმავლობაში გაიმართება. 

როგორც „ლელოს“ გენერალური მდივანი და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, „ლელო“ არის ახალი თანამედროვე ტიპის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც  გასული წლის დეკემბერში დაფუძნდა. ამ მოკლე პერიოდში, ფაქტობრივად პარალელურ რეჟიმში, მიმდინარეობს: ახალი ტიპის, პოლიტიკური პარტიის მშენებლობა, მზადება არჩევნებისთვის და ძლიერი კომპეტენტური მაჟორიტარების შერჩევა.  


„ჩვენ მთელს საქართველოში გვეყოლება მაჟორიტარი კანდიდატები, თუმცა, „ქართული ოცნების“ სრული დამარცხების მიზნით, ყველა იმ ოპოზიციურ პარტიასთან, რომელიც დასავლურ ღირებულებებს იზიარებს, აუცილებლად გვექნება კოორდინაცია და თანამშრომლობა. ამ ტიპის პროცესს მოძველებულ აზროვნებაში „დათმობას“ ეძახიან, რაც სრულიად არაადეკვატური შეფასებაა. დროა, ქართულ პოლიტიკაში ვიხმაროთ და დავამკვიდროთ სწორი ტერმინები, გავაკეთოთ სწორი შეფასებები და, რაც მთავარია, ვიმოქმედოთ ტაქტიკური სვლებით, რომ დავამარცხოთ ქართული ოცნება და ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ მოვიპოვოთ გამარჯვება. მე, როგორც საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ხაზგასმით ვაცხადებ, რომ პატივს ვცემ ყველა წარმოდგენილ პიროვნებას ამ ოლქში, თუმცა ჩვენი კონკურენტი, პირველ რიგში, არის “ქართული ოცნება” – სიღატაკე, გაჭირვება და ჭაობი, რომელშიც ქვეყანა “ქართულმა ოცნებამ” შეიყვანა. ამ კრიზისიდან გამოსვლის მიზნით, იმისთვის, რომ ახალი დღის წესრიგის შესაძლებლობა გაჩნდეს საბურთალოსთვის და დანარჩენი საქართველოსთვის, ვფიქრობ, ჩემს გუნდთან ერთად უპირატესობა ნამდვილად მაქვს. 
საბურთალოს საარჩევნო ოლქში ჩვენ უნდა შევქმნათ ძალიან კარგი მაგალითი იმისთვის, რომ კანდიდატები ერთმანეთს შევეჯიბროთ ხედვებით და გამოცდილებით. ჩემი სურვილია ის პრეცედენტები და ჯანსაღი პროცესები, რომელიც მინდა შევქმნა ქვეყნისთვის, საბურთალო იყოს ამ ერთიანი ცვლილებების ავანგარდში,”-აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

თეგები: ბადრი ჯაფარიძელელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved