• რეკლამა
  • კონტაქტი
19:46, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ენმ-ს მაჟორიტარების განაწილების ორი ვარიანტი შევთავაზეთ, 11/8-ზე და 8/4-ზე

ალია ავტორი - ალია
17:02 07-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერიას საგანგებო ბრიფინგზე აცხადებს:

“ორი ვარიანტი შევთავაზეთ ნაციონალურ მოძრაობას:

პირველი, ფართო ვარიანტი – 11/8-ზე, ითვალისწინებს იმას, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საკუთარ კანდიდატს დააყენებდა ყველა დიდ ქალაქში – თელავი, რუსთავი, ზუგდიდი, ქუთაისი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი ან მარტვილი, ბოლნისი, გორი, ქობულეთი, ჭიათურა. ამ ოლქებში ენმ-ის კანდიდატებს მხარს თბილისის მაჟორიტარების შეთანხმების მონაწილე ყველა პარტია დაუჭერდა. 

ხოლო ნაციონალური მოძრაობა დაუჭერდა მხარს დანარჩენი პარტიების მხრიდან შეჯერებულ კანდიდატებს შემდეგ ოლქებში – თერჯოლა, სამტრედია, ხელვაჩაური, ქედა, ფოთი ან მარტვილი, ხაშური, მცხეთა-მთიანეთი, გურია, რაჭა. ანუ 11/8-ზე.

თუ ეს შეთანხმება ვერ შედგებოდა რომელიმე მოთამაშის ან ენმ-ის პოზიციის გამო, ვთავაზობდით უფრო ვიწრო შეთანხმებასაც ჩვენ შორის. უფრო მარტივს. აქაც, ყველა დიდ ქალაქში ვუთმობდით კანდიდატს – ქუთაისი, თელავი, რუსთავი, გორი, ახალციხე… რვა ოლქს ვუთმობდით ჩვენ და ვითხოვდით მხარდაჭერას მხოლოდ ოთხ ოლქში, სადაც ძალიან ძლიერი კანდიდატები გვყავს – ეს არის ზემო აჭარა, ტარიელ ნაკაიძე, გიგი უგულავა მარტვილში ან ფოთში, გიგი წერეთელი თერჯოლა-ზესტაფონში და კაკო ბობოხიძე – ხონში.

უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ მხოლოდ სადღეგრძელოს კი არ ვთავაზობთ, კონკრეტული, ძალიან მოქნილი შეთავაზებები გვქონდა”.

გიგა ბოკერიას თქმით, თუ შეთანხმების არც ერთი ვარიანტი არ შედგება, ევროპულ საქართველოს აქვს კონსულტაციები დანარჩენ პოლიტიკურ ძალებთან, რომ “ჩვენ შევჯერდეთ”. 

“არ მივცეთ საშუალება ივანიშვილს, რომ ისევ იგივე კარტის გათამაშება სცადოს, რაც მან გააკეთა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რითაც მან გამოთიშა საპროტესტო ელექტორატის ნაწილი თამაშიდან… ყველა ვარიანტში გვირჩევნია, ძლიერი კანდიდატები იყვნენ იმ ოლქებში, სადაც შანსია, რომ პირველ ტურში მოხდეს ოპოზიციის გამარჯვება, როგორც ეს მოხდება თბილისის შეთანხმებულ ოლქებში”

თეგები: გიგა ბოკერიაენმ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved