• რეკლამა
  • კონტაქტი
00:18, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლელო საქართველოსთვის” აქცია – “შვილების გადასარჩენად”

ალია ავტორი - ალია
15:42 07-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ქვეყანაში გახშირებული  კრიმინალური მოვლენების გამო , 24 ივლისს 21:00 საათზე თბილისში მთავრობის კანცელარიასთან და ბათუმში ევროპის მოედანზე  „ლელო საქართველოსთვის“ ქალთა საბჭოს წევრების ინიციატივით სოლიდარობის აქცია – “შვილების გადასარჩენად“ გაიმართა. 

აქციაზე “შვილების გადასარჩენად” ლელოს მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს მთავარი პროკურორი და შსს მინისტრმა დატოვოს თანამდებობა. “ლელო საქართველოსთვის“ ქალთა საბჭო მოუწოდებს  ყველას, განსაკუთრებით ქალებს, დედებს, რომ  ყველამ ერთად ხელისუფლებას გავაგონოთ ხმა, რათა შეასრულონ ძირითადი მოთხოვნები: 
1. უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადოს ძალადობის წინააღმდეგ,
2. დროულად და ობიექტურად გამოიძიოს ყველა დანაშაული,
3. გადადგას ქმედითი ნაბიჯები ძალადობის პრევენციის და მისი აღმოფხვრისკენ,
4. დროულად დააყენოს ყველა იმ უმაღლესი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ვერ ან არ ასრულებს კანონით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერების განცხადებით, ადამიანებზე ძალადობის ფაქტებმა და მკვლელობების სტატისტიკამ შემაშფოთებელი მასშტაბები მიიღო. საზოგადოებაში მატულობს დაუცველობის განცდა, შიში ოჯახის წევრების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

აქცია “ლელო საქართველოსთვის” ქალთა საბჭოს ხელმძღვანელმა დეა მეტრეველმა გახსნა და იმ ოჯახებს, რომლებმაც შვილები დაკარგეს, სოლიდარობა გამოუცხადა. 

“ის, რაც უკანასკნელ დღეებში ქვეყანაში ხდება, ამაზე პასუხისმგებელი არის საქართველოს მთავრობა. ყოველდღე ვიგებთ უმძიმეს ინფორმაციას ძალადობის შესახებ, ჩვენს შვილებს ქუჩაში ხოცავენ. ყველაზე დიდი სენი, რაც ჩვენს ქვეყანაშია, გაბატონებული უიმედობაა. მოსახლეობის დიდი ნაწილი უცხოეთში მიდის საცხოვრებლად, რადგან აქ უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ თავს. ჩვენ ეს მდგომარეობა უნდა შევცვალოთ და ხალხს იმედი დავუბრუნოთ,”-განაცხადა დეა მეტრეველმა.

თეგები: ლელო საქართველოსთვისმამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved