• რეკლამა
  • კონტაქტი
05:24, სამშაბათი, 4 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სტუმრებმა და იუბილარმა იცოდნენ, რკინიკის ჯოხებით თავდასხმაზე და არაფერი გააკეთეს“ – დეტალები

ალია ავტორი - ალია
14:01 07-22-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

შაქარაშვილის საქმეში ახალი ფიგურანტები ჩნდებიან. როგორც „მთავარმა“ საქმის მასალებიდან გაარკვია, საბედისწერო წვეულებაზე ნახალოვკელებთან ერთად იმყოფებოდა, სულ მცირე, ერთი პირი, რომელიც გამოძიებას ამ დრომდე არ ჰყავს დაკითხული. მიმოწერებიდან ირკვევა ისიც, რომ წვეულების სტუმრებმა იცოდნენ მათი მეგობრის დაკარგვის შესახებ, იცოდნენ, რომ მას, სავარაუდოდ, გაუსწორდნენ, მაგრამ არაფერი მოიმოქმედეს. 

ადამიანი, რომელიც არ დაუკითხავთ, არის კაკი ჩქარეული. მის შესახებ ანი გაბეჩავას მიმოწერიდან ირკვევა. გაბეჩავა წერს ლაშა შერმადინს, რომელიც ესწრებოდა დაბადების დღის წვეულებას და იქ მომხდარი პირველი კონფლიქტის შედეგად ნაცემია. გაბეჩავა შერმადინს შეკითხვას უსვამს ჩქარეულისა და მასთან ერთად მყოფი პირების შესახებ. საქმის მასალებში კი არც კაკი ჩქარეულისა და არც მისი თანმხლები პირების ჩვენებები არ იძებნება. 

ლაშა შერმადინისა და ანი გაბეჩავას მიმოწერიდან ირკვევა, რომ გაბეჩავამ იცოდა შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ და ეძებდა მას. გაბეჩავა შერმადინს ეკითხება, ისიც ხომ არ იყო მანქანაში, რომლის მგზავრებმაც ბავშვები რკინის ჯოხებით სცემეს. ასევე კითხულობს ჩქარეულის შესახებ, თუმცა შერმადინის თქმით, მან ისიც არ იცის, გზა ვინ ასწავლა ჩქარეულს. შერმადინი ამბობს, რომ თავად მას კრამიტი გადაამტვრიეს თავზე. 

ანი გაბეჩავასა და მის მეგობარ გოგოსთან სალომე ჭკადუასთან მიმოწერაში გაბეჩავა აზუსტებს, ვისთან ერთად მოვიდა ჩქარეული ნარეკვავის წვეულებაზე. ჭკადუა შიშობს, რომ ბიჭი ნასვამ მდგომარეობაში მდინარეში ხომ არ გადავარდა. ასევე მეგობრები საუბარში ნიკა ხეჩოშვილს, ვახო ჩიქოვანს და იმ გოგოს ახსენებენ, ვის გამოც, სავარაუდოდ, ჩხუბი მოხდა. 

cyc.ge

თეგები: შაქარაშვილის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved