• რეკლამა
  • კონტაქტი
00:48, შაბათი, 14 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სომხეთთან არ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და სომხურ გაზეთს რომ დაეწერა, არ იქნებოდა პრობლემა?”

ალია ავტორი - ალია
19:59 07-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, სოციალურ ქსელში, წერს:

რთულად მახსენდება დღე როცა ამდენმა ჟურნალისმა ერთად დამირეკა როგორც დღეს. კითხვები აზერბაიჟანული მედიის ინფორმაციაზე იყო. ყველას ბოდიშს გიხდით ვისაც ვერ გიპასუხეთ. საკითხი დელიკატურია. თუმცა ჩემი დამოკიდებულება მინდა გითხრათ საგარეოს მიერ გავრცელებულ ჩემი შეფასებით ძალიან სუსტ და თუ კარგად დავაკვირდებით მავნებლურ განცხადებაზე.

1. როდესაც საგარეო წერს დეზინფორმაციაა, იმიტომ რომ უამრავ უზუსტობას შეიცავსო, ეს აუცილებლად აფიქრებინებს ადამიანს რომ პრინციპში მართალია ეს ამბავი უბრალოდ უზუსტობებია მასში.

2. როდესაც საგარეო იმის სათქმელად რომ დეზინფორმაციაა იყენებს არგუმენტს ჩვენი და აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, ეს უბრალოდ არაფრის მთქმელი სიტყვებია, ვინაიდან აქედან შთაბეჭდილება რჩება რომ დეზინფორმაციაა იმიტომ, რომ ამას აზერბაიჯანის წინააღმდეგ არ ვიზამდით თორემ აი პირიქით რომ გვაბრალებდეთ კიდევ გავიგებდითო.

კიდევ უფრო გაუგებარი ხდება ამბავი, როდესაც ბატონი ვოლსკის ჩვეულებრივ საქმის არ მცოდნე და ინფორმაციის არ მქონე კომენტარს დაუმატებთ, სადაც ამ ინფორმაციის გამავრცელებლები ლამის ქვეყნის მოღალატეებად გამოაცხადა. არადა ყველაფერი რა მარტივია ამ ქვეყანაში ხალხი თავის საქმეს რომ აკეთებდეს და თან მოსახლეობის ოდნავი პატივისცემა მაინც რომ ქონდეთ როდესაც ელაპარაკებიან.

1. თავისთავად ეს ინფორმაცია არაფერს ნიშნავს თუკი არ ვიცით რა ხდება მეორე მხარეს.

2. რომ დავუშვათ ერთი წუთით რომ სიმართლეა რასაც აზერბაიჯანული მედია ამბობს მთავარია გავარკვიოთ აზერბაიჟანის სასარგებლოდ რა მოქმედება განხორციელდა.

3. საქართველოს აქვს ვალდებულება რეგიონში დისბალანსი არ შექმნას და ამით ხელი არ შეუწყოს ესკალაციას.

4. აზერბაიჯანთან ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი, რაც საგარეოს განცხადებაშია ამ შემთხვევაში არაფრის მთქმელია, რადგან სომხეთთან არ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა, იგივე სომხურ გაზეთს რომ დაეწერა მაშინ არაუშავს, არ იქნებოდა პრობლემა?

5. ამ კონფლიქტში ჩვენ არ ვართ მხარე და არავის მხარეს არ ვართ. ეს არის ჩვენი სახემწიფოებრივი ინტერესი. ჩვენი ამოცანაა ნეიტრალური და მშვიდობის მხარდამჭერის ფუნქცია გვქონდეს, ამიტომ როდესაც გეოგრაფიით გამოწვეული გადაწყვტილებებია მისაღები სწორედ ამ პრინციპით უნდა ვხელმძღვანელობდეთ.

დაინტერესებული ადამიანიებისთვის ეს ვოლსკის კომენტარია: “არის გარკვეული მედიასაშუალებები, რომელიც ამ ჭორს აყვნენ, სამწუხაროდ, საქართველოშიც. კონკრეტული ტელევიზიებია, ვინც აყვა ამ ჭორს და სიამოვნებით გაუკეთეს ტირაჟირება იმას, რასაც საქართველოსთვის ზიანის მეტი არაფერის მოტანა არ შეუძლია განსაკუთრებით, წინასაარჩებვნო პერიოდში, როდესაც ვიცით, რომ აზერბაიჯანელი და სომეხი მოსახლეობა საკმაოდ ბევრია რეგიონებში და ამ ხნის მანძილზე ვინარჩუნებთ და ინარჩუნებდნენ კეთილ ურთიერთობას, როგორც თანამოქალაქეები. შევხედოთ, დესტაბილიზაცია ვის უნდა და ადვილად გავაკეთებთ გარკვეულ დასკვნებს“

იხილეთ, საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved