• რეკლამა
  • კონტაქტი
05:02, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კავკასია ვერ ამოისუნთქავს, ვიდრე რეგიონიდან არ გააძევებს რუსეთს”

ალია ავტორი - ალია
02:31 07-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

“დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი  ოთარ ფანცულაია, სოციალურ ქსელში, წერს:

☑️სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი რეგიონის გეოპოლიტიკურ და სატრანზიტო პერსპექტივას საფრთხის ქვეშ აყენებს. რუსეთის გავლენით ანაკლიის გაჩერება, გაზსადენის მონაკვეთის ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრა და შემდეგ ყარაბაღში (ტავუშის პროვინცია) სამხედრო მოქმედებების განახლება საქართველოს სასიცოცხლო არტერიას უკეტავს.

ესეც რომ არა, პანდემიის დასრულების შემდეგაც ტურისტები არ მოისურვებენ კონფლიქტის ზონის სიახლოვეს დასასვენებლად ჩამოსვლას. ეს კი უარყოფითად იმოქმედებს ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციაზე.

სამწუხაროა რომ სომხეთი აგრძელებს რუსეთის მარიონეტის როლის თამაშს. ის ყარაბაღს ვერასოდეს ვერაფერში გამოიყენებს აზერბაიჯანის თანხმობის გარეშე. მიუხედავად შელახული რეპუტაციისა (ის წარმოადგენს ოკუპანტ მხარეს) ის არ არის განწყობილი კომპრომისისთვის. თავის მხრივ აზერბაიჯანი არასოდეს შეეგუება ტერიტორიის დაკარგვას, ხოლო გარკვეულ ვითარებაში მის ქმედით მხარდამჭერად შესაძლოა მოგვევლინოს თურქეთი.

ყოველივე ზემოთ თქმული იმაზე მიანიშნებს, რომ არსებულ ვითარებაში ყარაბაღის საკითხი არასოდეს გადაწყდება და ეს გარემოება ყოველთვის შეაფერხებს რეგიონში დემოკრატიულ, ინტეგრაციულ და ეკონომიკურ განვითარებას.

ერთადერთი მხარე, რომელიც კავკასიაში მუდმივი დესტაბილიზაციით და დენთის კასრის აფეთქებით მოგებული რჩება, არის რუსეთი:

1.ის თანდათან ზრდის საკუთარ როლს და სამხედრო წარმომადგენლობას რეგიონში;

2.ყველა სატრანზიტო მარშრუტი გადამისამართდება მის ტერიტორიაზე;

3.შესაძლოა ჩინეთი ამგვარად ჰკარგავს წვდომას კავკასიის მარშრუტზე, მაგრამ ის დიდად არც გააპროტესტებს ამ დანაკარგს (2012 წელს რუსეთმა ჩინეთის სასარგებლოდ წაუყრუა ჩინეთის მიერ ფილიპინების ერთ-ერთი სტრატეგიული კუნძულის ოკუპაციას);

☑️რა არის გამოსავალი?

საქართველო, როგორც დაინტერესებული მხარე, უნდა ჩაერთოს კონფლიქტის მოგვარების საქმეში, მოიწვიოს დელეგაციები თბილისში, გააცნოს საკუთარი ხედვა, მოისმინოს და შეაჯეროს პოზიციები, ან შესთავაზოს კონფლიქტის მოგვარების საკუთარი ვერსია.

ეჭვგარეშეა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოუგვარებლობა პრობლემებს უკიდურესად დაგვიმძიმებს.

☑️კავკასია იქამდე ვერ ამოისუნთქავს, ვიდრე რეგიონიდან არ გააძევებს დესტაბილიზაციის და უბედურების მუდმივ წყაროს – რუსეთს.”

თეგები: ოთარ ფანცულაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved