„კანონი და სამართალის“ დამფუძნებელი, თაკო ჩარკვიანი ელისო კილაძეზე, რომელსაც დღეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს:
„ზოგიერთი “ემპათიურის” გასაგონად, კაცო თქვით ( თუ მაინცდამაინც) რომ გარეწარია, ე.კილაძე ყველაფერზე ხელისმომწერია , მაგრამ ქალია და 10 წელი რომ მიუსაჯეს შეგეცოდათ, ( თან ამ დროს ის ადამიანებიც გაიხსენეთ ცოტა ,აი ჩანაწერში მათზე რომ ამბობს ეს ქალი :” იმ კაცს არა აქვს ხომ ქოლცენტრი? არაუშავს ეგ კაციც ებრაელია და კეზერაშვილს ქოლცენტრს იოლად მივაწებებთო” ანუ იოლად დაიჯერებს ხალხი ცილისმწამებლურ ტყუილსო, ( გახსოვთ ხომ? ამ ე.კილაძის, ეს შემზარავი ფრაზა?!) ჰო ასეა ყველაფრის მკადრებელი უბინძურესი ქალი დაიჭირეს , რომელმაც რამდენიმე ადამიანი უბინძურესი ცილისმწამებლური ტალახით,თავდასხმით იმ ქვეყნად გაისტუმრა , გარეწარია და მომპარავია, ყველაფერზე წამსვლელი ბინძური შანტაჟისტი, ბედუკაძის “პოდელნიკი” -подельник-ი, მაგრამ 10 წელი მიუსაჯეს და მაინც გეცოდებათ 10 წლიანი სასჯელისთვის, ეს მაინც თქვით კაცო, ჰო ესეც არ დაგავიწყდეთ -გაძარცვული და მოტყუებული მშიერი პენსიონერები, ბოლო წამლის ფულს რომ ართმევენ .თუ მაინცდამაინც ამ სიბინძურისადმი “სენსიტიურებმა” თუ ასე ძალიან გინდათ მხოლოდ ეს თქვით და სიტყვა პოლიტპატიმარს ასე ნუ ისვრით კაცო,სირცხვილია, სირცხვილი და დიდი და მავნებლური შეცდომა!
პოლიტპატიმარი არა იხვი!“











კომენტარები