• რეკლამა
  • კონტაქტი
16:23, სამშაბათი, 17 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ნუ წაიღეთ ტვინი ამ ყალბი „კავკასიელობითა“ და მასში შეფუთული „კაცობის იმიჯით“ – ნუგზარ სულაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:03 11-17-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

საფრანგეთში მცხოვრები მწერალი, ნუგზარ სულაშვილი:

,,ბოლო პერიოდში უმარავი ადამიანი (და მათ შორის ჩემთვის, ინტელექტუალიზმის მხრივ ანგარიშგასაწევი) ხაზგასმით აღნიშნავს, თუ რა ფენომენს წარმოადგენს “კავკასიელობა” მისი ტრადიცები და კულტურა…
სერიოზულად მაინტერესბს, რატომ ვაბრალებთ ტრადიციას და კულტურას საკუთარ პრიმიტივიზმს?
აშკარაა, რომ სიტყვა „კავკასიელობა“ იქცა უნივერსალურ ნიღბად, რომლითაც ადამიანები საკუთარ ემოციურ მოუმწიფებლობას, კომპლექსებსა და პირველყოფილ ინსტინქტებს ფუთავენ. ცნებები, როგორიცაა „ნამდვილი კაცობა“, სინამდვილეში ემსახურება არა რეალურ ღირსებას, არამედ მოძველებული სოციალური როლებისა და პრიმიტიული იერარქიების შენარჩუნებას.
იცით რის ბრალია ეს ყველაფერი? სოციოლოგიაში არსებობს „ღირსების კულტურის“ ცნება. ასეთი გარემო ყალიბდება იქ, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები სუსტია, კანონი არ მუშაობს და ადამიანს საკუთარი ღირსების, ოჯახისა თუ ქონების დაცვა მხოლოდ შიშველი ძალით უწევს. (ისე როგორც ჩვენს ქვეყანაში ხდება უმეტეს წილად) საუკუნეების წინ, უკანონობის პირობებში, რეპუტაციის აგრესიული დაცვა გადარჩენის ლეგიტიმური ინსტრუმენტი იყო. პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც გარემო იცვლება, კანონი და ცივილიზებული ინსტიტუტები ვითარდება, ხოლო ადამიანი უარს ამბობს ევოლუციაზე და კვლავ გამოქვაბულის წესებით აგრძელებს მოქმედებას.
სამწუხაროდ როგორც ვხვდები ჩვენთან ბერი არც არაფერი შეცვლილა. დავრჩით იმ გამოქვაბულში სადაც თანამედოვე ცივილიზაციის სხივმა ვერ შემოაღწია.
როდესაც პრიმიტიულ, დაუოკებელ რეაქციას კეთილშობილურ სახელს არქმევენ და მას „ კავკასიურ ტრადიციად“ ასაღებენ, ეს ნიშნავს, რომ კრიტიკული აზროვნება უკვე მკვდარია.
ყველაზე ტრაგიკომიკური კი ის არის, რომ ეს „ველური კავკასიელობა“ ჩვენი ავთენტური კულტურაც კი არ არის, რადგან მეცხრამეტე საუკუნის იმპერიულმა ლიტერატურამ და კოლონიალისტურმა ხედვამ კავკასია წარმოაჩინა, როგორც ეგზოტიკური, ველური და დაუმორჩილებელი სივრცე. ამ გარედან თავსმოხვეულმა სტერეოტიპმა დროთა განმავლობაში შიდა თვითიდენტიფიკაციის ფორმა მიიღო და დამპყრობლის მიერ დახატული კარიკატურა ჩვენს ეროვნულ სიამაყედ ვაქციეთ. როგორც დებილებმა დავიწყეთ იმ როლის თამაში, რომელიც სხვებმა გვიკარნახეს, ანუ ეგრეთ წოდებოლუმა “უფროსმა ძმებმა”.
რა კავკასიური ტრადიცია და ადათ-წესები ხალხო?! კავკასიელობა ჩვენი ტრადიაცია და ლუკტურა არ არის.
გაიხედეთ რა ფანჯრიდან. სამყარო წინ მიდის, ტექნოლოგიური და ინტელექტუალური რევოლუციების ეპოქაში ვცხოვრობთ, ჩვენ კი ისევ იმაზე ვდავობთ, ვინ ვის შეხედა ცერად და ვის უფრო გრძელი მუშტი აქვს. ნამდვილი სიძლიერე ინსტინქტების ბრმა მორჩილებასა და აგრესიაში კი არა, საკუთარი თავის ფლობაშია.
ღირსება იწყება იქ, სადაც ადამიანი ახერხებს საკუთარი იმპულსების მართვას, კოლონიური მითებისგან გათავისუფლებას და აწმყოზე პასუხისმგებლობის აღებას. ნუ წაიღეთ ტვინი ამ ყალბი „კავკასიელობითა“ და მასში შეფუთული „კაცობის იმიჯით“. ჩვენ გვაქვს პოტენციალი, ვიყოთ გონიერი, თანამედროვე საზოგადოება და არა წარსულის ინერციაში ჩარჩენილი ტომი”

თეგები: ნუგზარ სულაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სიახლე – ბრაზილიური განწყობა უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

სიახლე – ბრაზილიური განწყობა უკვე PSP-შია!

13:22 11-17-2026
სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა
ახალი ამბები

სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა

18:38 11-16-2026
რაში არ შეიძლება ფულის დაზოგვა რემონტის დროს?
ახალი ამბები

რაში არ შეიძლება ფულის დაზოგვა რემონტის დროს?

18:32 11-16-2026
Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა

18:21 11-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved