• რეკლამა
  • კონტაქტი
19:17, სამშაბათი, 17 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, არ მოგესმათ, საუბარია 41 მილიონ 105 ათას 298 ლარზე! კახა კალაძე ისევ არაფერ შუაშია?!” – ნიკა ჩერქეზიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:33 11-16-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
created by photogrid

created by photogrid

Facebook-ზე გაზიარება
175

საკრებულოს დეპუტატი, ლელოს წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი პროკურატურის განცხადებას ეხმაურება:

,,41 105 298 ლარი!

არ მოგესმათ, საუბარია 41 მილიონ 105 ათას 298 ლარზე!

თბილისის მერია შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” 100%-იანი წილის მფლობელია.

თავის მხრივ, შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანია” ფლობს სს “ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის” 50%-იან წილს.
მეორე 50% კი შპს “ინდუსტრიული ინვესტმენტს” ეკუთვნის.

დღეს გამოძიების ფარგლებში დააკავეს სს “ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის” სამი თანამშრომელი, მათ შორის, დირექტორი.
კიდევ ერთი დაკავებული პირი სხვა კომპანიების ხელმძღვანელია.

მათ ბრალად ედებათ სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისება.
როგორც ვთქვით, საუბარია 41 105 298 ლარზე.

ეს ფული უნდა მოხმარებოდა მეტროს მოდერნიზაციას, ადამიანების უსაფრთხოებასა და მათ ყოველდღიურ გადაადგილებას.

ეს ამბავი ვეღარ შეფასდება თბილისის მერიაში მორიგ კორუფციულ სკანდალად.

საქმე ეხება კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს, ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

თბილისის მეტრო ვიღაცების გამდიდრების წყარო არ არის!
ეს არის ასი ათასობით ადამიანის ყოველდღიური ტრანსპორტი, მათი უსაფრთხოება და ქალაქის სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მეტროს ყოველდღიურად 430-450 ათასი მგზავრი გადაჰყავს, პიკურ დღეებში კი ეს მაჩვენებელი ნახევარ მილიონს აჭარბებს.

საბავშვო ბაღების, სოციალურად დაუცველთა სასადილოების, უკანონო მშენებლობების მფარველობისთვის ქრთამის აღების შემთხვევების შემდეგ, თბილისის მეტროც გაძარცვეს.

დიდი კითხვის ნიშნით ისმება კითხვა: ვინ არის პასუხისმგებელი ამ მასშტაბის კორუფციასა და თბილისელების უპრეცედენტო ძარცვაზე?
ვის უნდა გაეკონტროლებინა ეს ყველაფერი?

თბილისის კიდევ რამდენ საქალაქო სამსახურსა თუ ორგანიზაციაში უნდა მოიპარონ ფული, რომ დადგეს თბილისის მთავრობის, როგორც მინიმუმ, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი?

კახა კალაძე ისევ არაფერ შუაშია და მხოლოდ საკუთარ თავზეა პასუხისმგებელი?“

თეგები: კახა კალაძენიკა ჩერქეზიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სიახლე – ბრაზილიური განწყობა უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

სიახლე – ბრაზილიური განწყობა უკვე PSP-შია!

13:22 11-17-2026
სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა
ახალი ამბები

სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა

18:38 11-16-2026
რაში არ შეიძლება ფულის დაზოგვა რემონტის დროს?
ახალი ამბები

რაში არ შეიძლება ფულის დაზოგვა რემონტის დროს?

18:32 11-16-2026
Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა

18:21 11-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved