ეკონომისტი, ირაკლი ლატარია:
მე რომ ივანიშვილს და მის საქმიანობას ვიცნობდი, ვქომაგობდი და ლამის ოჯახის წევრად ვთვლიდი – თქვენ ზოგიერთები, ბობოლა ნაცებთან ერთად ბიზნესში მილიონებს ღუნავდით….
მე რომ ოცნების გამო გადამიტანია, გოგაშვილ, კილაძე და კიდევ უამრავი ღარიბაშვილის (სასტავი) გამო თქვენ მაშინ გოგაშვილ, კილაძეს ხვდებოდით და ეხვეოდით…
მე რომ დღეს ოცნების გვერდით ვარ და თან ვერავინ, ვერასოდეს, ვერაფრით გვერდით ვერ გადამახვევინა, ეგ თქვენ ჩემზე კარგად იცით (იმათმაც, ვისაც დღეს დაბლოკილი გყევართ, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ბევრად მეტის დანახვა შემიძლია ვიდრე – იმათ, ვინც თქვენ გიწონებთ ყველაფერს”)..
მოკლედ ბევრის წერა შემიძლია ჩემს თავზე, მაგრამ ყველამ – ყველაფერი იცის…
და რატომ ვარ ასე ოცნებასთან და ოცნებისთვის? იმიტომ რომ მათზე ჰუმანური ხელისუფლება, საქართველოს ჯერ არ ჰყოლია…
და ბოლოს, მე რომ ამას დავწერ – ე.ი ძალიან, ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა და ძალიან არ მსიამოვნებს, რომ ვიღაცეების უგუნურობის, არაპროფესიონალიზმის, უგულობისა თუ უფულობის გამო – ოცნებაზე არაჰუმანურიაო საუბრობენ….
დაინტერესდეს ვინც საჭიროა ისინი, ძაღლების თემასთან დაკავშირებით, დაინტერესდეს და გაიცეს კომპეტენტური და ობიექტური პასუხი – მელაძის დედაც ვატირე, ეგ ის მელაძეა პირველი გადაცემა მე რომ მომიძღვნა, მაგრამ ამავე დროს ეგ ის მელაძეა, ღარიბაშვილზე რასაც საუბრობდა ყველაფერი სიმართლე რომ გამოდგა – ამიტომ, სანამ ეს თემა უფრო აყროლდა და ნაწილობრივ უმართავი გახდა, მიხედოს იმ ხალხმა, რომლებიც ჩემთვის ღირებულნი არიან!…..ღარიბაშვილ, ლილუაშვილია დაჭერილი და არავის ქონდეს იმის ილუზია, სადმე თუ კანონდარღვევაა, ვინმეს შერჩება.
შემიძლია დავიფიცო, არც პრემიერმა და არც ივანიშვილმა, აღნიშნული საკითხი არ იცის, თორემ რადიკალურად სხვანაირად მოხდებოდა ყველაფრის გადმოცემა….
მე არ ვამტკიცებ და არც მჯერა ბოლომდე, რომ ვინმეს შეუძლია ძაღლების ასე უნოწყალოდ კვლა, მაგრამ – თუ ეს ტყუილია, მაშინ დანაშაულია ასევე ის, რომ თემა ვერ არის გადმოცემული ისე, რომ ოცნებას ვიღაცეებმა და მათ შორის ოცნების გულისთვის თავს რო დებენ მთელი ეს წლებია იმათმა – თავიანთ ფავორიტებში ეჭვი შეიპარონ!….
მიხედეთ – არ არის აუცილებელი ყველაფრის გაპრავება ჩემებო, თუ სადმე საშინელება ხდება და ჩვენ თვალი დავხუჭეთ, მაშინ რით განსხვავდებით ნაცებისგან?.. თემა არის უმძიმესი, ამიტომ ისე უნდა აიხსნას ყველაფერი, რომ კითხვები აღარ არსებობდეს!!! …
წერტილი!…











კომენტარები