• რეკლამა
  • კონტაქტი
18:11, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი ჩიკვაიძის საქმეში მოპოვებულია ახალი მტკიცებულება, ვითხოვთ მიმდინარე გამოძიების შეწყვეტას – ადვოკატი

ალია ავტორი - ალია
15:27 10-31-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
105

გიორგი ჩიკვაიძის საქმეში ადვოკატებმა ახალი მტკიცებულება მოიპოვეს – როგორც უფლებადამცველი თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში წერს მოპოვებული მონაცემებით, 2025 წლის 6 და 7 მარტს გიორგი ჩიკვაიძის მიერ გამოყენებული ნომერი თბილისში მდებარე ანძებზე ფიქსირდება და არა სადახლოს ან სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ადვოკატის თქმით, აღნიშნული მტკიცებულებები უკვე წარუდგინეს საგამოძიებო ორგანოს და მოითხოვეს მათი სისხლის სამართლის საქმეზე დართვა, სრულყოფილი შეფასება და გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის მიმართ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შეწყვეტა.

როგორც თორნიკე მიგინეიშვილი წერს, ახალი გარემოებები შესაბამისი წესით მიეწოდება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, სადაც უკვე წარმოებაშია გიორგი ჩიკვაიძის საჩივარი მის მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.

გიორგი ჩიკვაიძის საქმეში მოპოვებულია ახალი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება მისი დაპატიმრების ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად გამოყენებულ ინფორმაციას.
2025 წლის 11 მარტს გიორგი ჩიკვაიძის მიმართ გამოყენებული გირაო პატიმრობით შეიცვალა.
ამის ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად სასამართლოს წარედგინა საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლის პატაკი, რომლის მიხედვითაც, თითქოს 2025 წლის 6 მარტს, გვიან ღამით – 7 მარტის გამთენიისას, გიორგი ჩიკვაიძე სოფელ სადახლოსთან იმყოფებოდა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა.
აღნიშნულ ფაქტზე გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის წინააღმდეგ ცალკე სისხლის სამართლის გამოძიებაც დაიწყო.
ამავე საქმის ფარგლებში საგამოძიებო ორგანომ მათგან ამოიღო 21 800 აშშ დოლარი, საათები, ელექტრონული მოწყობილობები, ავტომობილი და მობილური ტელეფონი.
დაცვის პოზიციით, ამ ტელეფონში ინახებოდა საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის მასალა, რომელსაც შეეძლო გიორგი ჩიკვაიძის პოზიციის დადასტურება.
ჩვენი საქმეში ჩართვის შემდეგ, კერძო გამოძიების ფარგლებში მოვიპოვეთ გიორგი ჩიკვაიძის მიერ გამოყენებული ტელეფონის საბაზო სადგურებთან/ანძებთან დაკავშირების ოფიციალური მონაცემები, ასევე სხვა ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ.
მოპოვებული მონაცემებით, 2025 წლის 6 და 7 მარტს გიორგი ჩიკვაიძის მიერ გამოყენებული ნომერი თბილისში მდებარე ანძებზე ფიქსირდება და არა სადახლოს ან სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე. (ფოტო კომენტარებში)
დამატებით მოპოვებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ამ პერიოდში გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი თბილისში გადაადგილდებოდნენ ისეთ ადგილებში, სადაც მათი გადაადგილების გადამოწმება არაერთი ვიდეოკამერითაც არის შესაძლებელი.
აღნიშნული მტკიცებულებები უკვე წარვუდგინეთ საგამოძიებო ორგანოს და მოვითხოვეთ მათი სისხლის სამართლის საქმეზე დართვა, სრულყოფილი შეფასება და გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის მიმართ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შეწყვეტა.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაწვდით ინფორმაციას, რომ ეს ახალი გარემოებები შესაბამისი წესით მიეწოდება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, სადაც უკვე წარმოებაშია გიორგი ჩიკვაიძის საჩივარი მის მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.
საქმეზე განვითარებულ და შემდგომში დამატებით მოპოვებულიი მტკიცებულებების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად გავაცნობთ”, – წერს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი. 

ცნობისთვის, ბიზნესმენების წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობაზე.

პროკურატურუს განცხადებით, გიორგი ჩიკვაიძე 2025 წლის 6-7 მარტის ღამეს იმყოფებოდა სოფელ სადახლოსთან ახლოს და ცდილობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved