31 ოქტომბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმას ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც წვიმა იქნება, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმა ზუგდიდშიც იქნება, დღისით ტემპერატურა +20, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც წვიმიანი დღეა. +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში წვიმაა. დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხშიც წვიმიანი ამინდი იქნება. დღისით +19 გრადუსი, ხოლო ღამით +10 გრადუსი იქნება.
ამბროლაურშიც წვიმიანი ამინდია. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც წვიმიანი დღეა, დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.
ნალექს არ ელოდებიან ახალქალაქშიც. ტემპერატურა დღისით +18, ღამით კი +8 დაფიქსირდება.
ბორჯომში ნალექიანი დღეა, +19 იქნება დღისით, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +19 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება და იქნება მზე.
გუდაურშიც მზიანი ამინდია. დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით, +13 ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ლაგოდეხში მზე გამოანათებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი დღე იქნება თელავში, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო დღე იქნება გურჯაანში. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მზეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.











კომენტარები