“სოციალური დემოკრატიისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ლორთქიფანიძე:
☔️ დღეს გაზეთი სოციალური დემოკრატიისთვის დიდუბელებს მივუტანეთ და ხუთშაბათობა ავტოსადგურში გავმართეთ.
წვიმდა, ჩვენს ქოლგებს დამატებითი ფუნქცია გამოვუძებნეთ და მათზე პროკლამაციები დავამაგრეთ.
ვისი ყურადღების მიქცევაც შევძელით, ყველას მოვუყევით ამ ქალაქის გულში ჩაცემული კიდევ ერთი დაშნის შესახებ.
🆘️ აკაკი წერეთლის გამზირზე, „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე იგეგმება 12-, 20- და 30- სართულიანი ექვსი კორპუსის, სასტუმროსა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობა.
🆘️ დაგეგმილი პროექტის შედეგად, ქალაქი დაკარგავს კიდევ ერთ ისტორიულ ადგილს, საჯრო სივრცეს, პარკს, მწვანე ზონას, რომელითაც უბანი სუნთქავს.
🆘️ კომპანია წინასწარ იწყებს გაყიდვებს, მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო ნებართვა ოფიციალურად ჯერ არ აქვს!
“გამოფენის” მცველები მოითხოვენ:
🔴 დაუყოვნებლივ შეჩერდეს ამ ტერიტორიაზე სანებართვო და სხვა ადმინისტრაციული პროცედურები;
🔴 ზონის ცვლილება, განაშენიანების მასშტაბი, სატრანსპორტო ზეგავლენა და ქალაქის სარეკრეაციო ბირთვების ბედი განისაზღვროს საზოგადობის ინტერესის მიხედვით, საჯარო განხილვისა და ღია შეხვედრების საფუძველზე; გაიმართოს შეხვედრა დარგის სპეციალისტებს, ინვესტორსა და ქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შორის;
🔴 შეიქმნას მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს პროფესიონალებისა და მოქალაქეების მონაწილეობას ყველა გადაწყვეტილებაში, რომელიც თბილისის ურბანულ გარემოს არსებითად ცვლის.
ყველას, ვისაც გავესაუბრე, სძულს ტყეებისა და პარკების, ყველასთვის ხელმისაწვდომი სივრცეების ადგილზე, ისედაც მდიდარი ორი კაცის კიდევ უფრო მეტად გასამდიდრებლად ჩადგმული უმახინჯესი კორპუსები, რომლებშიც ბინას ჩვენნაირები ვერასდროს იყიდიან.
არ გვინდა ქალაქი, სადაც აღარ იქნება სიმწვანე, აღარ იქნება ჰაერი; სადაც იქნება ბევრი ბინა და ბევრი უბინაო ერთად; სადაც არავინ არაფერს შეგვეკითხება.
#დაიცავიგამოფენა #SaveExpo











კომენტარები