• რეკლამა
  • კონტაქტი
21:17, პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნუ გამოვიყენებთ ქოცურ ციფრებს”– რას წერს ელენე ხოშტარია საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესებზე

ალია ავტორი - ალია
19:15 10-30-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
ელენე ხოშტარია
Facebook-ზე გაზიარება
72
დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, ციხიდან წერილს ავრცელებს:
სანამ საკონსტიტუციო სასამართლოზე ჩემს აზრს გაგიზიარებთ, უნდა შევიტანო ერთი, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი შესწორება:
იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია. ტექნიკურად „ქოცური“ კანონების გამო, „გირჩი“ და „დროა“ გახდა პარტია „ახალის“ ნაწილი, თუმცა რეალურად ეს 3 პარტიაა. ნუ გამოვიყენებთ ქოცურ ციფრებს – იკრძალება ყველა რეგისტრირებული პროდასავლური პარტია.
ახლა დავსვათ კითხვა – რას ნიშნავს „იკრძალება“? ფიზიკურად ადამიანებს, პოლიტიკოსებს ვერ აკრძალავენ, მათ შორის ციხეში ჩასმითაც კი. ეს კარგად ჩანს.
შესაბამისად, რისი აკრძალვაც ხელეწიფებათ, ეს არის არჩევნებში ამ პარტიების მონაწილეობა, ანუ მივედით მთავარ საკითხამდე – ქვეყანაში კრძალავენ არჩევნებს!
არჩევანი ვერ აიკრძალება. ოპოზიციური მოქალაქის არჩევანი ან არის, ან არა. თუ ის არ არის – ეს ნიშნავს, რომ, არცერთ მოქალაქეს არა არ აქვს.
ახლა დავსვათ მეორე კითხვა : რატომ იკრძალება მოქალაქეების არჩევანი?
პასუხი ზედაპირზეა, რადგან საქართველოს მოქალაქეები თავისუფლების, საქართველოს ევროპული იდენტობის მომხრეები არიან, ასეთი ადამიანები კი რუსებისთვის, მათ შორის, ქართველი რუსებისთვის, მიუღებელნი არიან.
მეორე დასკვნა – არჩევანი იკრძალება იმიტომ, რომ საქართველო იყოს არა ისეთი, როგორიც მოსახლეობას მოუნდება ხოლმე, თუნდაც მწვავე შიდა პოლიტიკური დაპირისპირებების ფონზე, არამედ გარანტირებულად ისეთი, როგორიც რუსეთს დასჭირდება ხოლმე. აქვე, ამავე პროცესში, რუსებს უნდათ, რომ გამოსწორდეს ის მოცემულობები, რომლებიც დამოუკიდებელმა საქართველომ საკუთარი სუვერენიტეტისთვის შექმნა. ეს არის საერთაშორისო სამართლებრივი გამარჯვებების სერია რუსეთზე, ომის მხარეებთან, საქართველოს ტერიტორიებთან და საერთაშორისო სამშვიდობო კომპონენტებთან დაკავშირებით.
მაგალითად, 2000-იან წლებში საქართველოს სუვერენულმა მთავრობამ მიაღწია რუსეთის, როგორც ოკუპანტისა და ომში დამნაშავის, აგრესორის სტატუსს, რაც სამომავლოდ დაგვაბრუნებინებს ტერიტორიებს.
პარტიების აკრძალვის შესახებ ამ სარჩელით უნდა წაიშალოს ყველა ეს მიღწევა, გადაიწეროს ისტორია და რუსეთი ისევ „მშვიდობისმყოფელი“ გახდეს. ხომ გეცნობათ სიტყვა „მშვიდობა“?! ზუსტად იმ მნიშვნელობით ხმარობს „ქოცი“ „მშვიდობას“, როგორც რუსეთი იყო „მშვიდობისმყოფელი“.
შესაბამისად, ამ პროცესით ზღუდავენ საქართველოს იმისთვის, რომ არა ჩვენი, არამედ რუსეთის ნებით ვიცხოვროთ და რაც ჩვენი ნებით გვიცხოვრია, ისიც დავივიწყოთ.
საბჭოთა ოკუპაციაც, თავის დროზე, აგრესიული, მოძალადე, უღირსი უმცირესობის მიერ მოხდა დასავლეთის მოუცლელობის ფონზე. ოღონდ ისტორია აღარ უნდა განმეორდეს, რადგან ჩვენც ბევრად უფრო ძლიერები ვართ და დასავლეთიც.
და ბოლოს, ძალიან თვალსაჩინოა ქართული პროდასავლური პოლიტიკური სპექტრის ძალა, ცოდნა, ღირსება ამ პროცესზე. ამას თუ დაემატება ერთობა და მოქმედება, რეჟიმი წავა!
ბოლომდე!
რუსთავის ქალთა ციხე
30/10/2026

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved