• რეკლამა
  • კონტაქტი
20:54, პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

რატომ არის მულტიდისციპლინარული გუნდის ჩართულობა გადამწყვეტი?

ალია ავტორი - ალია
18:54 10-30-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
70

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ხანდაზმულ პაციენტებში აორტის სარქვლის სტენოზს ეხება. ასაკის მატებასთან ერთად გულსისხლძარღვთა პათოლოგიების რისკი იზრდება, აორტის სტენოზი კი მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს.

თუ წარსულში ამ პათოლოგიის მკურნალობა მხოლოდ რთული და მძიმე, ღია კარდიოქირურგიული ოპერაციით იყო შესაძლებელი, დღეს უკვე მედიცინამ მნიშვნელოვანი გარღვევა მოახდინა აორტის სარქვლის ტრანსკათეტერული იმპლატაციის (TAVI) სახით. იგი პრაქტიკულად ოქროს სტანდარტად იქცა იმ პაციენტებისთვის, რომელთათვისაც ხანგრძლივი ანესთეზია და ღია ოპერაცია მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული. ადამიანებს საშულება მიეცათ, რთული ქირურგიული ჩარევის, გულის გაჩერებისა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის გარეშე, პრაქტიკულად ერთი ჩხვლეტით აღიდგინონ ჯანმრთელობა და გაიხანგრძლივონ სიცოცხლე.

როგორ ტარდება პროცედურა, როგორია მისი ჩვენებები და რატომ არის მულტიდისციპლინარული გუნდის ჩართულობა გადამწყვეტი? – „ალიას“ კითხვებს პასუხობს ნიუ ჰოსპიტალსის ექიმი, ინტერვენციული კარდიოლოგი, კლინიკის ინტერვენციული კარდიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი, ლაშა მოსიაშვილი.

ლაშა მოსიაშვილს პრაქტიკული, პროფესიული გამოცდილება აქვს 1998 წლიდან და მუშაობდა ქვეყნის წამყვან კლინიკებში. გარდა ამისა, არის თსუ-ს სარეზიდენტო პროგრამის ინვაზიური კარდიოლოგიის მიმართულების ლოკალური ხელმძღვანელი და საქართველოს ინტერვენციულ კარდიოლოგთა ასოციაციისა და ML CTO აკადემიის წევრი. არის არაერთი სამეცნიერო კვლევის
ავტორი.

– რა შემთხვევაშია საჭირო TAVI – აორტის სარქვლის ტრანსკათეტერული იმპლანტაცია?

– გულსისხლძარღვთა დაავადებები ყველაზე მეტად გავრცებული პათოლოგიაა. აორტის სტენოზი აღენიშნება 65 წელს ზევით მყოფი პოპულიაციის 2% და 75 წელს ზევით 3%–ს , რაც ამ დაავადების საკმაოდ დიდ გავრცელებას გულისხმობს.
ამ პრობლემის გადაჭრა ბუნებრივი სარქვლის ხელოვნურით შეცვლის გზით ხდება. ამისათვის, წინა წლებში, ძირითადად იყენებდნენ ღია ქირურგიულ წესს – კარდიოქირურგიული ჩარევით. დღეს უკვე შესაძლებელია ამ პროცედურის ჩატარება გულმკერდის გახსნის, გულის გაჩერების, ხანგრძლივი ანესთეზიის გარეშე, პრაქტიკულად ერთი ჩხვლეტით – აორტის სარქვლის
ტრანსკათეტერული იმპლატაციით.

– ტექნიკურად, რას გულისხმობს ეს პროცედურა და როგორ ტარდება?

– აორტის სარქვლის  ტრანსკათეტერული იმპლატაცია (TAVI) – გულისხმობს პერიფერიული არტერიებიდან შეყვანილი სპეციალური მოწყობილობის (კათეტერის) მეშვეობით დაზიანებული აორტის სარქვლში ბიოლოგიური სარქვლის იმპლატაციას.

– არსებობს გარკვეული ზღვარი, – როცა რეკომენდებულია და როცა გადაუდებელი
საჭიროებაა?

– თანამედროვე რეკომენდაციით TAVI პროცედურის ასაკობრივი რეკომენდაციები შეიცვალა- ადრე თუ მხოლო 75 წელს გადაცილებულ და მძიმე ხარისხის კარდიოქირურგიულ პაციენტებთან ხდებოდა ჩარევა, ახალი რეკომენდაციებით ეს პროცედურა უსაფრთხოა 70 წელს გადაცილებული ნებისმიერი სიმძიმის პაციენტებისთვის, ვინაიდან ხანგრძლივმა კვლევებმა დააადასტურა მეთოდის ეფექტურობა და უსაფრთხოება.

შესაბამისად, დღეს TAVI – უტარდებათ 70 წლის ასაკის ზევით მყოფ პაციენტებს აორტის სარქვლის სტენოზით, ასევე პაციენტებს, რომლებიც წარმოადგენენ ღია ქირურგიული ჩარევის მაღალი რისკის ჯგუფს (არაოპერირებად).

TAVI წარმოადგენს გეგმიურ პროცედურას, თუმცა გარკვეულ სიტუაციებში შესაძლებელია ამ პროცედურის გადაუდებელ შემთხვევაშიც ჩატარება.

– რა უპირატესობა აქვს ღია ქირურგიულ ოპერაციასთან შედარებით?

– ვინაიდან ქირურგიული ჩარევისგან განსხვავებით (რომელიც გულისხმობს გულმკერდის გახსნას, გულის გაჩერებას, ხანგრძლივ ზოგად ანესთეზიას),  TAVI დროს პროცედურა ხორციელდება ბარძაყის არტერიიდან ერთი ჩხვლეტის საშუალებით, მას არ სჭირდება ხანგრძლივი რეაბილიტაცია და განსაკუთრებული ქირურგიული მეთვალყურეობა. პროცედურის ჩატარებიდან 2-3 დღეში  პაციენტი ეწერება ბინაზე გაჯანსაღებულ მდგომარეობაში.

– რა არის გადამწყვეტი, პროცედურის სწორად დაგეგმვისთვის?

– პროცედურის წარმატებით ჩატარებისთვის აუცილებელია მულტიდისციპლინარული გუნდის არსებობა, რომელიც კომპლექსური გამოკვლევების საფუძველზე შეიმუშავებს მკურნალობის ტაქტიკას და პროცედურის დეტალების დაგეგმვას.

(R)

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved