• რეკლამა
  • კონტაქტი
14:35, შაბათი, 14 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ არ დაესწრო უმრავლესობის ბოლო სხდომას ივანიშვილი?

ალია ავტორი - ალია
00:09 07-08-2020
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

პარლამენტმა გასაკეთებელი გააკეთა – კანონმდებლებმა ჯერ საკონსტიტუციო ცვლილებები დააჩაქუჩეს ისე, რომ ნაციონალებისა და ევროპული საქართველოს დეპუტატების დახმარება არ დასჭირვებიათ, შემდეგ კი უფრო მარტივად, საარჩევნო კოდექსში მიიღეს ცვლილებები. ახლა ყველა პოლიტიკურ ძალას თამამად შეუძლია საარჩევნო კამპანია დაგეგმოს და დაიწყოს, რადგან ზუსტად იცის, როგორ, რა პირობებითა და თამაშის რა ახალი წესებით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები. როგორც ვივარაუდეთ, ოპოზიციურ ერთობას დიდი ბზარი გაუჩნდა, გასულ კვირას ეს ბზარი ნაპრალად იქცა და ამ კვირაში უფსკრულად გადაიქცევა.

ახლა, ისე არ გაიგოთ, ოპოზიციაში ამღვრეული წყლის ფონზე, ხელისუფლება დიდ თევზზე ნადირობდეს. დიდზე კი არა,  შავ დღეშია „ქართული ოცნება“ და განსაკუთრებით მისი ლიდერები. სანამ კონსტიტუციაში შესწორებას შეიტანდნენ, კობახიძე-თალაკვაძე-მდინარაძის ტრიო პრაქტიკულად ყველა დეპუტატს ჩუმად დაპირდა, რომ მაჟორიტარობას თუ არა, სიაში ადგილს აუცილებლად უბოძებდნენ, ოღონდ ეს ამბავი არ უნდა გახმაურებულიყო. შედეგად, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ, ბიჭებმა დანაპირებს შესრულება მოთხოვეს, მითუმეტეს, რომ მმართველი გუნდი ერთი შეხედვით, დღე-დღეზე აპირებდა კანდიდატების დასახელებას, თუმცა…

„ივანიშვილმა პარტიის ლიდერებს უთხრა, როგორც გინდათ, საკონსტიტუციო ცვლილებები ისე მიიღეთო. მას შემდეგ კი, რაც გაირკვა, რომ მწვანე ღილაკს ხელი უმრავლესობამ სწორედ დაპირების სანაცვლოდ დააჭირა, ივანიშვილმა ამჯერად ლიდერებს დაავალა, როგორც დაპირდით, ისე გაეცით პასუხიო და სწორედ ამის ბრალი იყო, უმრავლესობის ბოლო სხდომაზე, ივანიშვილი არც მივიდა და არც პირდაპირ რეჟიმში ჩაერთო. მას არ სურდა პასუხი ეგო იმ დაპირებებზე, რომელიც თავად არ გაუცია“, – გვეუბნება უმრავლესობის წევრი.

მისივე თქმით, სიტუაცია იმდენად დაძაბულია, რომ „ქართული ოცნება“ მაჟორიტარების წარდგენას ვერც ამ კვირაში შეძლებს და ძალიან დიდი ალბათობით, ვერც მომავალ კვირაში მოახერხებს ამის გაკეთებას. ჯერ ერთი, პრაქტიკულად ყველა კადრი უშუალოდ ივანიშვილთან არის შესათანხმებელი და მეორეც, ჩასატარებელია უმრავლესობის სხდომა, რომელზეც უნდა მივიდეს ივანიშვილი და უნდა თქვას, რომ პარტიის გადაწყვეტილება არ გაპროტესტდება, ხოლო ურჩები სამაგალითოდ დაისჯებიან.

ანი დვალიშვილი, ალია №23

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved