“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში, ნიკეა-თაბუკაშვილი-ავანგარდის დამაკავშირებელ გზაზე იმყოფებოდა, რომლის მშენებლობაც 2017 წელს დაიწყო, თუმცა დღემდე არ დასრულებულა.
გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი რამდენჯერმე გამოცხადდა, რადგან გამარჯვებული კომპანიები საქმეს ბოლომდე ვერ ასრულებდნენ. ამ ტენდერებში, ჯამში, 3 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული.
ვაშაძე ამბობს, რომ ეს ადგილი არის სამედიცინო დიაგნოზი “ქართული ოცნების” 8-წლიანი მოღვაწეობის.
“ეს ადგილი არის სამედიცინო დიაგნოზი “ქართული ოცნების” 8-წლიანი მოღვაწეობის შესახებ… არ ეშველება არაფერი ქუთაისს, არ ეშველება არაფერი იმერეთს, არ ეშველება არაფერი საქართველოს, მით უმეტეს არაფერი არ ეშველება აი, ამ შემოვლით გზას, სანამ არ მოვა ნორმალური, პროფესიონალური გამოცდილების, ცოდნის, უნარის მქონე ხელისუფლება”
კომენტარები