• რეკლამა
  • კონტაქტი
18:07, სამშაბათი, 29 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების დროა!” – ლალი მოროშკინა

ალია ავტორი - ალია
16:03 09-29-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
368

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა:

,,უბედურებიდან 5 წუთში ვდგავართ…
ეს არაა ფილოსოფიური ესსე, ეს რეალობაა, რომლის აღქმაც ჯიუტად არ გვინდა,
მაგრამ ჩემი პოსტი ამაზე არაა.
ადამიანი იბადება ბედნიერებისთვის, მაგრამ საკუთარი ჯვარი მაინც სატარებელი აქვს, ასეა ქვეყნებიც.
ჩვენს პატარა, ლამაზ სამშობლოსაც თავისი მძიმე ჯვარი ააქვს გოლგოთაზე.
რაში გამოიხატება სიმძიმე?
არასტაბილური, აგრესიული და მეგობრობაში მერყევი მეზობლები, შიდა გაუტანლობა, მკაცრი ბუნება, ბობოქარი ჩანჩქერები…
ყველაფერს თავისი საპირწონე აქვს.
ქამარ-ხანჯლიანი ვაჟკაცივით აზიდული კავკასიონი,
სიცოცხლის მომტანი წყლები, ნაყოფიერი ნიადაგი,
მიწა, რომელიც იხუტებს ვაჟკაცებს და შემდგომ თაობას ახალი მოსავალით კვებავს.
და რაც მთავარია ღვისმშობლის გადაფარებული კალთა,
წმ.ნინოს თმით შეკრული ვაზის ჯვარი,
წინაპართა გმირობა….
5 წუთი უბედურებამდე პათეტიკა როდია.
აქეთ აზერბაიჯანს და თურქეთს გვიჯანყებენ,
იქით სომხეთი მუდმივად ორჭოფობს, აფხაზს და ოსს ქართველებივე გვიგინებენ, რუსი 30 კილომეტრშია…
ღმერთმა დაიფაროს და მორიგი “ბლექროქული” სპექტაკლის ავანსცენა არ გავხდეთ.
მავანთ არ აწყობს ის გზა, რომელიც აზიას და ევროპას გააერთიანებს.
ვიღაცას ჯიუტად უნდა სიცოცხლის გზა-სიჯვდილის გზად შეცვალოს!
მაშინ, როგორც შარლ პეროს ცნობილ ზღაპარშია, ფაეტონი კვახად გადაიქცევა,
მეეტლეები ვირთხებად…
ქვეყანა-ყანად, ოღონდ არა მსხმოიარე ხეხილით, როგორც ახლა, არამედ გადამწვარი, გამოუდეგარი ნიადაგით.
ძალიან ხშირად მიფიქრია ერთ დილეგში რომ აღმოვჩნდე გუშინდელ მაგინებლებთან და უსამშობლოებთან ერთად რას ვიზამდი?
ვერც ვერაფერს, იმიტომ
რომ ისინი მომენტალურად მტრის ბანაკს “დაამშვენებენ”,
უგუნურებს და ავადმყოფებს კი ისედაც არ ვერჩი…
არადა რამდენია ორთავ სოფელსა შინა…
ხუთი წუთი უბედურებამდე და მედიაში მხოლოდ თვითკმაყოფილება და საკუთარი თავით ტკბობაა…
მაამებლური ისტორიები, გულის ვარდები და თურქული სერიალები.
იქნებ ეს ყურადღების გადატანის მანევრია.
თუ ასეა, კოლეგებო
ყურში ჩამჩურჩულეთ, რომ მეც არ ვინერვიულო.
ახლა კი სრულიად სერიოზულად და გარკვევით.
ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების დროა!
ახლა ფილიგრანული, დიპლომატიურად მოზომილი
მოქმედების დროა!
ფრთხილად, ჩვენს უკან სამშობლოა!”

თეგები: ლალი მოროშკინა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის

16:28 09-29-2026
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

15:50 09-29-2026
სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:43 09-29-2026
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved