• რეკლამა
  • კონტაქტი
03:52, ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ეს კითხვები უნდა დაისვას და პასუხები გაეცეს” – ედუარდ მარიკაშვილი

ალია ავტორი - ალია
01:26 09-21-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარე, იურისტი ედუარდ მარიკაშვილი:

,,თუ ვინმე იკითხავს რატომ ვწერ, მათთვის ვიტყვი, რომ ველისციხელი ვარ და ამიტომ. იქ დავიბადე, გავიზარდე, ვსწავლობდი. თავს ვთვლი ვალდებულად აზრი დავაფიქსირო იმაზე, რაც ჩემს სოფელს ეხება, განსაკუთრებით რაც პრობლემაა, ისევე როგორც ამას ვაკეთებ სრულად საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. მით უფრო მაშინ როდესაც ჩემი სიტყვა შეიძლება კიდევ უფრო აძლიერებდეს სხვა ველისციხელების სათქმელს, რომლებიც ვერ ახერხებენ მათი პრობლემის ფართო საზოგადოებამდე მიტანას.

ველისციხეში ბევრი სხვა პრობლემა დაგროვდა. ესე ყველაფერზე არ დამიწერია, თუმცა ამხელა სკოლის დახურვა “რეაბილიტაციის” არგუმენტით, სოფლის ახალგაზრდობისთვის ძალიან დიდ პრობლემად მიმაჩნია ამიტომ ვიტყვი:

ველისციხე არის ერთ-ერთი დიდი და ისტორიული სოფელი საქართველოში. დაახლოებით 4500 მოსახლით და 1500 წელზე მეტი ისტორიით.

რამდენიმე რამით ამაყობს ველისციხელი, მათ შორის:

1. ვასო გოძიაშვილის სახელობის ველისციხის სახალხო თეატრი. თეატრი 1885 წელს დაარსდა. 1922-23 წელს აშენდა შენობა. ალბათ, ერთადერთი ამ მასშტაბის თეატრი და თეატრის შენობა საქართველოს სოფლებს შორის, მოძრავი სცენით – რამდენიმე წლის წინ დაიწყო რეაბილიტაცია და დღეს მიწასთან არის გასწორებული. გამოშიგნული და გაუბედურებული.

2. სკოლა – რომელიც ერთ-ერთი დიდი, ისტორიული და საამაყო სკოლაა საქართველოს სოფლების მასშტაბით. ყოველთვის ცენტრი იყო განათლების. როგორც დღეს ირკვევა ამჟამად 500 მოსწავლით – სწავლის დაწყებიდან 1 კვირაში, მოულოდნელად რეაბილიტაციის მიზეზით სრულად დაიხურა.

500 მოსწავლე მეორე ცვლაში უნდა გადავიდეს ქალაქ გურჯაანის ერთ-ერთ სკოლაში. რას ნიშნავს ეს:

1. 500 ბავშვის ერთდროულ ტრანსოპორტირებას ყოველდღე, რადგან გურჯაანი ველისციხიდან არის დაახლოებით 12 კილომეტრით დაშორებული. არ არსებობს საჯარო ტრანპორტი სოფელსა და ქალაქს შორის. მითუმეტეს რაიმე ტრანსპორტის ქსელი, რაც ამ მასშტაბის მგზავრთა ნაკადს ერთდროულად გაატარებს, რადგან სკოლა ერთ დროს იწყება და 500 ბავშვი დაახლოებით ერთ დროს უნდა მივიდეს სკოლაში. რომც მოხერხდეს ტრანსპორტირება:

2. მეორე ცვლაში სწავლა ბავშვებისთვის გულისხმობს დაახლოებით 1 ან 2 საათზე სწავლის დაწყებას და საღამოს 6-7 საათამდე სკოლაში ყოფნას. შემდეგ კვლავ 500 ბავშვის ერთდროულად უკან, სოფელში ტრანსპორტირებას. რასაც სავარაუდოდ 30-40 წუთი მინიმუმ, მაგრამ ალბათ 1 საათი დასჭირდება.

3. ეს ნიშნავს ბავშვების სადილის უზრუვნელყოფის ხარჯებს ამ ისედაც ბევრი გაუბედურებული ოჯახისთვის.

როგორც ჩანს სკოლა იხურება არა ავარიულობის, არამედ რეაბილიტაციის არგუმენტით. სკოლის შენობის რეაბილიტაციის წარმოჩენა ხდება ისე, თითქოს ეს უფრო დიდი სიკეთე იყოს ვიდრე 500 მოსწავლისა და მათი ოჯახების მინიმუმ ემოციური მდგომარეობა – პატარა მოსწავლეთათვის ამხელა დატვირთვის შექმნა, ხოლო უფროსკლასელთათვის ალბათ დიდიხნით ადრე დალაგებული ყოველდღიურობის, რეპეტიტორების ცხრილის და ა.შ. თავდაყირა დაყენებას.

მოკლედ მეტი რომ აღარ გავაგრძელო, ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი:

1. როდის და ვინ მიიღო სკოლის რეაბილიტაციის შესახებ ასეთი მყისიერი და რადიკალური გადაწყვეტილება და რატომ არ ითვალისწინებს ეს გადაწყვეტილება ბავშვების საუკეთესო ინტერესებს. რატომ არ შეიძლებოდა გადაწყვეტილების მიღება ისე და იმ დროს რომ ამ მასშტაბის ზიანი არ გამოეწვია მოსწავლეებისა და მათი ოჯახებისთვის?

2. სად არის სკოლის რეაბილიტაციის ოფიციალური გადაწყვეტილება. ვის მიერ არის მიღებული და ხელმოწერილი? რა პროცესის შედეგად მიიღეს შესაბამისმა პირებმა/უწყებებმა ეს გადაწყვეტილება?

3. რა არის რეაბილიტაციის გეგმა, ბიუჯეტი და ვადები. რას გულისხმობს რეაბილიტაცია, ხომ არ გულსიხმობს რომელიმე შენობის ან ორივეს დანგრევას და ახლის აშენებას?

4. როდის დაიწყება რეაბილიტაცია და როდის დასრულდება?

საინტერესო ის არის, რომ სავარაუდოდ ძალიან ახალი და მოულოდნელი გადაწყვეტილებაა, ისეთი მოულოდნელი, რომ მხოლოდ ახლა ხდება თანმდევი საკითხების გადაჭრაზე ფიქრი.

ეს კითხვები უნდა დაისვას და პასუხები გაეცეს. და ამ კითხვებს დავსვავ ველისციხისთვის.“

სწავლის დაწყებიდან ერთ კვირაში ველისციხის საჯარო სკოლაც იხურება

თეგები: ედუარდ მარიკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved