• რეკლამა
  • კონტაქტი
19:33, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საიდან და როგორ აღმოჩნდა ღარიბაშვილის სახლში ოქროს ზოდები, ძირფასეულობა და რაც მთავარია, ფული?” – ინაშვილის 3 კითხვა კობახიხეს

ალია ავტორი - ალია
17:51 09-17-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
134

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი:

2016 წელს მიხეილ ყაველაშვილი პატრიოტთა ალიანსის სიის ხუთეულში უნდა ყოფილიყო, მაგრამ უეცრად, რამდენიმე საათში „ქართული ოცნების“ სიაში აღმოჩნდა. ეს რომ ერთეული შემთხვევა ყოფილიყო ან მსგავსი შემთხვევა, თუნდაც, ხუთი რომ ყოფილიყო, არაფერს ვიტყოდი, მაგრამ ასეთი ფაქტები 2016 წელსაც და 2020 წელსაც ასობით დაფიქსირდა, არ დარჩა ქალაქი თუ სოფელი, სადაც „ქართული ოცნება“ ჩვენს კანდიდატებს არ იბირებდა ან ჩვენი პარტიის ავტორიტეტულ წევრებს არ არიდებდა პოლიტიკას. განსაკუთრებით მასშტაბური იყო ეს პროცესი 2020 წელს, საზოგადოებისთვის ცნობილი ათობით ადამიანი ჩვენგან მიჰყავდათ. ზოგი „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში გადაყავდათ, უფრო მეტს სახელმწიფო სამსახურში ასაქმებდნენ, ზოგიც უბრალოდ დაიჭირეს, როგორც მაგალითად, სამველ პეტროსიანი- ახალქალაქში. 2020 წელს ამ პროცესებს სწორედ ამჟამინდელი პრემიერი კობახიძე ხელმძღვანელობდა. სამველ პეტროსიანიც მან დააჭერინა და ივანიშვილის პირადი ჩარევა გახდა საჭირო ამ კაცის გამოსაშვებად. ას ადამიანს მაინც დავასახელებ, რომლებიც ზემოაღწერილი მეთოდებით ჩამოაშორეს ჩვენს პარტიას. პრემიერ კობახიძეს უბრალო კითხვას ვუსვამ: არის თუ არა ეს პოლიტიკური კორუფცია? არის თუ არა ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება,- საკუთარი პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ?

2020 წელს მე პარლამენტში არ შევედი, არ შევიდა გიორგი ლომია და გოჩა თევდორაძე, მაგრამ ახლა სულ სხვა რამ მაინტერესებს, ამავე პერიოდში პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადება (ყოველ შემთხვევაში, სიტყვიერად) ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველოც, სხვა პარტიებიც. დამაფიქრებელი ისაა, რომ ჩვენი უარი პარლამენტში შესვლაზე განცხადების დაწერიდან 15 დღეში დააკმაყოფილეს, ლიბერალურ პარტიებს კი, კატეგორიულად არ უკმაყოფილებდნენ მოთხოვნას და საბოლოო ჯამში, არც დაუკმაყოფილეს, ფაქტობრივად, „ძალით შეათრიეს პარლამენტში“ (ეს მათივე ციტატაა) და საპარლამენტო ტრიბუნიდანაც ამ ფაქტს საჯაროდ აჟღერებდნენ. ვუსვამ კითხვას პრემიერ კობახიძეს: არის თუ არა ეს პოლიტიკური კორუფცია? არის თუ არა ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება,- საკუთარი პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ?
ბარიერგადალახულ პარტიას- პატრიოტთა ალიანსს ფრაქციის შექმნის საშუალებას რომ გაუუქმებ, საარჩევნო კომისიის წევრებს რომ ჩამოართმევ, ხელოვნურად რომ შექმნი „ევროპელ სოციალისტებს“ და ჩვენი კომისიის წევრებს რომ უკანონოდ გადასცემ და რაც მთავარია, ამ რესურსს „ქართული ოცნების“ აქტივით რომ ჩაანაცვლებ, მაინტერესებს: არის თუ არა ეს პოლიტიკური კორუფცია? არის თუ არა ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება,- საკუთარი პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ?

პარტიებს რომ ხელოვნურად ქმნი, რომლებსაც თავად მართავ, ხელოვნურად აწინაურებ და პოლიტიკურ სივრცეში მათ დამკვიდრებას ცდილობ, ამასაც შენი ძალაუფლების განსამტკიცებლად რომ აკეთებ, არის თუ არა ეს პოლიტიკური კორუფცია?

დაბეზღების სისაძაგლეს რომ აკანონებ, შემდეგ მაბეზღარებს რომ პოულობ, პოლიტიკოსებზე „დანოსებს“ აწერინებ და სისხლის სამართლის საქმეებს რომ ღძრავ, არის თუ არა ეს პოლიტიკური კორუფცია? არის თუ არა ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება,- საკუთარი პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ?

საზოგადოებრივ მაუწყებელს რომ სრულად დაეპატრონები, იმედს, რუსთავი 2-ს და სხვა სახელისუფლებო არხებს რომ ბოლომდე დაიმორჩილებ და პოლიტიკური კონკურენტების სახელის გატეხვაზე ამუშავებ, ხელშიჩადგებული ტელევიზიების ეთერს შენთვის არასასურველ ოპონენტებს რომ უბლოკავ, ხოლო სხვა ტელეარხებზე გამოსვლის გამო, მუდმივად აშავებ და ჩირქს სცხებ, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შენს კონკურენტებს პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების უფლებას უზღუდავ? ამავდროულად, სხვადასხვა გზებით ალტერნატიულ ტელეარხებს რომ ანადგურებ, არის თუ არა ეს პოლიტიკური კორუფცია? არის თუ არა ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება,- საკუთარი პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ?

არ გეგონოთ, რომ ამ კითხვებით შემოვიფარგლები, ეკონომიკურ კორუფციაზეც დავწერ და სოციალურ სფეროსც შევეხები, ახლა კი, სამ კითხვას დავსვამ:

1. საიდან და როგორ აღმოჩნდა ღარიბაშვილის სახლში ოქროს ზოდები, ძირფასეულობა და რაც მთავარია, ფული?

2. არა გრიგოლ ლილუაშვილი, სუსის ყოფილი უფროსი, არამედ სრულიად სხვა ადამიანი, პოლიტიკოსი გიორგი ლილუაშვილი, ლაზარე ჯორბენაძის თანამებრძოლი საჯაროდ აცხადებს, რომ ჯორბენაძემ მას აჩვენა დავით გარეჯთან დაკავშირებული საიდუმლო დოკუმენტი, გიორგი ლილუაშვილის ეს განცხადება რატომ ამოიღო გამოძიებამ ჩვენებიდან?

3. და ბოლოს, როგორც საქართველოს მოქალაქე, ვსარგებლობ კონსტიტუციით მონიჭებული უფლებით და ვეკითხები პრემიერ კობახიძეს: განგვიმარტეთ, რატომ დგანან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩიჩხიტურის კოშკთან, რის საფუძველზეა შეზღუდული თავისუფალი გადადგილება ბერთუბნისა და უდაბნოს ტაძრისკენ?

ირმა ინაშვილი, თბილისი, 2026 წლის 17 სექტემბერი.

P.S. როგორც აღვნიშნე, უახლოეს დღეებში ვისაუბრებ ეკონომიკაზეც, სოციალურ სფეროზეც და არა მარტო ამ სფეროებზე, ყველა იმ სიმახინჯეზე, რაც ფეოდალურ სახელმწიფოშია დამკვიდრებული!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved