• რეკლამა
  • კონტაქტი
10:03, ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, აზრზე მოდით! ბოდიში, მაგრამ…” – ლევან ხაბეიშვილის წერილი

ალია ავტორი - ალია
17:51 09-16-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,153

ლევან ხაბეიშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

როდის დასვამთ კითხვას ხალხს რა უნდა?!
როდის მიხვალთ ამ კითხვამდე?!
როდის მოიკრებთ გამბედაობას?!
როდის გამოხვალთ შეშინებულის, დამფრთხალის პოზიციიდან?!

ძმებო, შიშის ბრალია ყველაფერი – უმოძრაობა, უმოქმედობა, რაც ახლა ხდება.
გამბედაობა მოიკრიბეთ, თორემ კიდევ წლები გაატარებთ იმის რკვევაში – რა და როგორ სურს ივანიშვილს, ვის დაიჭერს და ვის დააწინაურებს.

აზრზე მოდით! ბოდიში, მაგრამ აბსოლუტური უაზრობა და უბრალოდ ლაყბობაა, რაც ყოველდღიურად ტვ ეთერებში ხდება. რომ არა ტელევიზიების პროდიუსერები, საერთოდ გაქრებოდით და მიიღებდით „კლავიატურის ლომების“ ფორმას.
გამოაშკარავდა და ნათლად ჩანს, რომ უმრავლესობის ტვ-ში გამოჩენა ემსახურება უბრალოდ ტივტივს, პოლიტიკურ ველზე ტივტივს. ზოგი საერთოდ გადამალულია და ჩირგვებში იმალება.

თქვენ იყავით ლიდერებიც, პირველებიც და მე თქვენი მსახური, აქტივისტი ვიქნები!
რასაც ახლა კითხულობთ შიშველი სიმართლეა და ვცდილობ სარკეში ჩაგახედოთ.

შიშია გამეფებული! უმოქმედობა, უძრაობაა იმიტომ, რომ გამბედაობა არ ჩანს არსად!
რადგან გამბედაობა არ არის, იმიტომ გიწევთ კომენტატორობა და უაზრო თემების გარჩევა-გადამღერება.

მთელი გაზაფხული-ზაფხული იქადნებოდით, აი შემოდგომა დადგება და ასე და ისე ვიზამთო. დადგა სექტემბერი და ისევ იმალებით, გაურბიხართ რეალურ საქმეს. მზად ხართ ისევ დროის გაყვანაზე იყოთ და როგორმე ნოემბრამდე მიხვიდეთ. მერე სიცივეებს გამოაცხადებთ და ახალ გაზაფხულს დააანონსებთ.

გულდასაწყვეტია ამ ყველაფრის ყურება. როგორც თქვენი მონა-მორჩილი, აქტივისტი, გულშემატკივარი ვწუხვარ ამაზე!
გადაბრალება პარტიებზე, ლიდერებზე უკვე გაცვეთილია! როცა გინდათ ლიდერებზე, პარტიებზე „დიდები“ და მაგრები ხართ. მაგ ლიდერებს 15 წლიანი ციხით ემუქრებიან და ძალიანაც ნუ განსჯით.
4-5 ან 7 ლიდერს გადავაყოლოთ ქვეყანა?! ჩვენი პასუხისმგებლობა არაფერშია?!

აქციის დანიშვნა ვერ გაგიბედავთ, რომ თქვათ – შევიკრიბოთ, ასიათასობით გამოვიდეთ… გამბედაობა არავის ჰყოფნის, რომ რიგითი აქცია დააანონსოს და რეალურად აქტიურ პროტესტზე გადავიდეთ. მძიმე საყურებელია….

ფორმულა – ყველა მინუს ივანიშვილი! საქართველო ივანიშვილის გარეშე!
გამბედაობაა საჭირო და არა ტვ-ში დროის გაყვანა, ტივტივი ან საერთოდ ჩირგვებში დამალვა. „სიები“ რომ იწერება სოროებიდან გამოძრომა და ყელის მოღერება არ არის მორალურად, საქმიანად სწორი და ნუ აკადრებთ თავსაც და ხალხსაც.

დაძლიეთ შიში და გაიმარჯვებთ!

მე?! მე, მიმსახურეთ!

ციხიდანაც თქვენი მსახური ვიქნები!

ძალა ერთობაშია!”

თეგები: ლევან ხაბეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved