• რეკლამა
  • კონტაქტი
19:02, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ახლა მაინც იაქტიურეთ იმათ ვინც თავის დროზე გიჟად მაცხადებდა” – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:20 09-16-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,მთლიანად რუს ტურისტებზე საქართველოს მიბმა ქოცების დივერსიაა და შეგნებული მავნებლობების შედეგია ის, რომ ამას მე მაბრალებენ. სრული სისულელეა! ჩემი პოლიტიკა 2008 წლის შემდეგ ეფუძნებოდა რუსი ტურისტების შეზღუდულად შემოყვანას მკაცრი კონტროლის ქვეშ.

ამას მე ვანიჭებდი ძირითადად პოლიტიკურ ფუნქციას, რომ აღვირახსნილი ანტიქართული პროპაგანდის ფონზე შემოსულ რუსებს, უკან ჩაეტანათ ისტორია ქართული რეფორმების წარმატებაზე. ამავე მიზანს ემსახურებოდა ჩვენი რუსულენოვანი „პირველი კავკასიური“ (პიკ) ტელეარხი და მინდა ვთქვა, რომ ამ მიმართულებით გვქონდა დიდი წარმატება და რუსი პროპაგანდისტები და ხელისუფლები მედვედევის სახით იძულებული გახდა თავი ემართლებინა თუ რატომ არაა რუსეთში საქართველოსავით არაკორუმპირებული პოლიცია და საქართველოსავით სწრაფი განვითარება.

ამავე დროს ჩვენ ძალიან სწრაფად ვავითარებდით ტურიზმს დანარჩენი მსოფლიოს, პირველ რიგში ევროპის და ამერიკის მიმართულებით ამაზე მეტყველებს ციფრები. 2012 წელს ტურისტების საერთო რაოდენობაში, რუსი ტურისტების რაოდენობა 20%-ზე ნაკლები იყო.

რით მივაღწიეთ ასეთ თანაფარდობას მაშინ? პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის და აქ არ ვიქნები ძალიან მოკრძალებული, პირადად ჩემი ძალიან პოზიტიური იმიჯით, მსოფლიოში ჩვენი რეფორმების სახელი მსოფლიოში გაიტანეს ამერიკის პრეზიდენტმა, სხვადასხვა სახელმწიფო მდივნებმა, ევროპელმა ლიდერებმა, სხვადასხვა ბიზნესმენებმა დონალდ ტრამპის ჩათვლით. თვითონ მსოფლიო პრესამ. ჩვენ ვაკეთებდით ჩვენი ქვეყნის რეკლამირებას სხვადასხვა ტელეარხებზე CNN-ზე, BBC-ზე და ა.შ. ჩვენ დავდეთ ხელშეკრულება Royal Caribbean საკრუიზო კომპანიასთან, ბათუმში წლის განმავლობაში 1 მილიონი ამერიკელი ტურისტის შემოსაყვანად, სტამბოლი-ბათუმი-ოდესა საკრუიზო გემებით.

ჩვენ ვქმნიდით განსაკუთრებულ ტურისტულ პროდუქტს, რომელიც ძირითადად დასავლეთის მომხმარებელზე იყო გათვლილი. ჩვენი ექსკლუზიური ნიშის უმნიშვნელოვანესი ნაწილი უნდა ყოფილიყო თეთნულდის ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი სათხილამურო კურორტი. რომელიც ლეჩხუმთან გაჭრილი გვირაბით უნდა ჩავსულიყავით ქუთაისის აეროპორტიდან, რომელიც თავიდან ბოლომდე ევროპული მარშრუტებისთვის ავაშენეთ. დასავლეთის ტურისტებზე იყო გათვლილი ასევე ჩვენი მოდერნისტული არქიტექტორული ნაგებობები.

რა ქნეს ქოცებმა თავიდანვე:

1. ჩაშალეს „როიალ კარიბეანის“ კონტრაქტი.
2. შეაჩერეს „თეთნულდის“ კურორტის მშენებლობა.
3. შეწყვიტეს რეკლამები დასავლურ ტელეარხებზე.
4. დედა უტირეს რეფორმებს და გაანადგურეს ქვეყნის პოზიტიური იმიჯი.
5. ახლა მთელს მსოფლიოში უკვე სახელგანთქმულ არქიტექტურას მიადგნენ და ანგრევენ თალიბებივით.
6. ქუთაისის აეროპორტი გადაორიენტირეს ძირითადად რუსეთზე.

ჩვენ არა მხოლოდ ტურისტულად მიგვაბეს რუსეთზე, არამედ მთლიანი ეკონომიკითაც. ის რაზეც დიქტატურის ე.წ. პრემიერი საუბრობს, რომ ტურიზმი ჩამოგვენგრევა თუ რუსები არ შემოვიდნენ. ამას უნდა დავუმატოთ, რომ მთლიანად ლოგისტიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკაც ჩამოგვენგრევა თუ ერთ დღეს რუსებმა გადაწყვიტეს აღარ მოგვცენ ისედაც ძვირი ელექტროენერგია, ან აღარ შემოიტანონ ავტომობილები საქართველოს გამოყენებით. ეს სრულიად შეუძლებელი იქნებოდა ჩემი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში.

და კიდევ არ შემიძლია არ ვთქვა ერთი რამ, რატომ არ შეუძლია სხვა „ექსპერტებს“, პოლიტიკოსებს აი ასევე კონკრეტულად უპასუხოს დიქტატურის ამ კატასტროფულ გამონათქვამებს, როგორც ახლა მე ეს გავაკეთე? ხოდა ვინც მე იმაში მადანაშაულებს, რომ „ერთადერთობა“ მინდა, იქნებ გაძლიერდეს, ცოდნით შეიარაღდეს და თვითონ შეძლოს ამ დებატების უჩემოდ წარმოება, არა? ვერ წარმოიდგენთ ეს როგორ გამახარებდა?

ხოდა ახლა მაინც იაქტიურეთ იმათ ვინც თავის დროზე გიჟად მაცხადებდა, როცა ტურისტების რაოდენობის 50 ათასიდან 10 მილიონამდე გაზრდაზე ვსაუბრობდი.“

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved