ქარელის მუნიციპალიტეტში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შემთხვევა გუშინ, 15 სექტემბერს მოხდა.
ადგილობრივი მედია ქართლის ამბების ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ქვეითები ბავშვთან ერთად ქუჩაზე მოძრაობდნენ. ბავშვი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ავტომანქანით ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.











კომენტარები