ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, თეონა ჭალიძე:
ვგრძნობ პასუხისმგებლობას, გამოვეხმაურო რუსთაველის უწყვეტი პროტესტის მონაწილეების განცხადებას, მოწოდებას ერთიანობის შესახებ.
მე, ერთი რიგითი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვინც რეალურად ემსახურება ხალხს და ქვეყანას, ვინც რეალურად იბრძვის საქართველოს ევროპული მომავალისთვის.
თუ მართლა გვინდა ცვლილება დროა ერთმანეთის დასუსტება შევწყვიტოთ.
უნდა შევძლოთ საზოგადოებას ვაჩვენოთ ერთად დგომა იმ საკითხებზე მაინც რაც გვაერთიანებს.
ვინც მზად არის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე თანამშრომლობისთვის, ჩემში იპოვის საიმედო და შრომისმოყვარე პარტნიორს.
ყველა საქმეზე ორიენტირებულ ფორმატში მზად ვარ ვიმუშავო თავდაუზოგავად, ისე როგორც აქამდე და უფრო მეტადაც.
#ხალხისსამსახურში
@highlight
ცნობისთვის, რუსთველის პროტესტის მონაწილეებმა ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდეს. და თქვეს, რომ ერთი მიზნისთვის არ გაერთიანება რეჟიმის სასარგებლო ქმედებაა და მას შესაბამისი პოლიტიკური შეფასებაც მიეცემა.











კომენტარები