პატრიოტთა ალაინსის ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,რუსთავი-2, იმედი, postv-ი ანუ “ქართული ოცნების” მიერ კონტროლირებადი ტელეარხები, რომლებსაც წლებია ეთერში არ მივუწვევივარ, დილიდან ავრცელებენ “ახალ ამბავს”, რომ აქტივისტმა და წამყვანმა გიორგი ახობაძემ ჯერ გადაცემაში მიმიწვია და შემდეგ შეურაცხყოფა მომაყენა!
1. გახსენით თქვენი ტელევიზიების ეთერი ჩემთვის და თქვენი სივრციდანაც ვილაპარაკებ იმ მანკიერებებზე, რაც არ მომწონს და მიუღებელია ჩემთვის!
2. “მისმინეზე” დებატები ახობაძემ პირწმინდად წააგო, საკუთარმა მხარდამჭერებმაც კი შეაჩვენეს და გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ, თავისმართლება პირადი შეურაცხყოფით სცადა, რაც არაკაცობა და კურდღლობაა და რაზეც ჩემგან პასუხი მიიღო, ამიტომ ეს “ახალი ამბავი” რომ სახელისუფლებო ტელეარხების საიტებზე ჩნდება, რას ემსახურება? მიზანი რა არის? ჩემი შეურაცხყოფის ტირაჟირება! აი, ესაა პრიმიტიული მიზანი! ვისაც არ გაუგია, იმათაც უნდა გააგებინონ! ამიტომ პირადი შეურაცხყოფის შემცველი ამ ე.წ. ქარდების გავრცელება კიდევ ცალკე დანაშაულია, უზნეობა და უწესობაა! მორალს მიღმა საქციელია!
3. “ქართული ოცნების” პიარ- იდიოტებს ვეუბნები: ყველა არხზე მივალ, საიდანაც შემიძლია ხმა მივაწვდინო სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე საზოგადოებას. სადაც ვიყავი, ჩემი ზნეობის წინააღმდეგ არ წავსულვარ და არც დამარცხებული გამოსვულვარ ამ ეთერებიდან, ამიტომ გახსენით თქვენი ტელევიზიები და იგივე სიმართლეს თქვენი ეთერებიდან ვიტყვი!!!
4. თქვენი პრემიერი გუშინ ხომ ეკამათებოდა ლელა ჯეჯელავას და პაატა ზაქარეიშვილს?! ანუ პრემიერს აქვს უფლება, ვისაც უნდა და როცა უნდა, ელაპარაკოს, სხვებს კი უკრძალავს. ესაა სწორედ საბჭოეთი. სხვათა შორის, კობახიძემ კვლავ არ გვითხრა, რატომ დგანან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩიჩხიტურის კოშკთან.
5. რაც შეეხება ახობაძეს, პირადად რაც დავუწერე, იმ კომენტარს გიზიარებთ:
George Akhobadze ზოგადად, ადამიანები ადამის მოდგმას წარმოვადგენთ. თუმცა, როგორც ჩანს, ზოგიერთები მაიმუნის შთამომავლები არიან და შენ სწორედ მათ რიგს მიეკუთვნები. გონება კი არა, ინტელექტიც არა გაქვს, მაიმუნთა ჯიშის თვალსაჩინო წარმომადგენელი ხარ. სამედიცინო კლასიფიკაციით კი, უბრალოდ, – იდიოტი. ამიტომ ზნეობაზე ლაპარაკი ზედმეტია. იდიოტს არ შეიძლება ჰქონდეს ზნეობა, ეს შენთვის უცხოა, მაგრამ ამავდროულად, ერთი კურდღელი არარაობა ხარ. თანაც, უუნარო. გადაცემაში არ ვიყავი თქვენთან? თუ რამის შნო გქონდა, იქ გეთქვა, მაგრამ ენას ამოგაგლეჯდი და შეგაჭმევდი, შენნაირი უზნეო, უტაქტო, გაუნათლებელი, უინტელექტო და უზრდელი არსება საერთოდ არ უნდა იყოს არც ეთერში და არც საზოგადოებრივ- პოლიტიკურ ასპარეზზე, შენი ადგილი ზოოპარკშია, მაიმუნთა გალიაში. იქ დაგხვდება შენნარი აგენტურა: რუსეთის, თურქეთის, თუ სხვა ქვეყნების, თუმცა, როგორც უკვე მოგწერე, იდიოტი ხარ, სამედიცინო კლასიფიკაციით, ამიტომ არ ძალგიძს არც ღმერთის შემეცნება, არც სამშობლოს გააზრება და არც ზნეობის გათავისება. მაიმუნს ეს არ ძალუძს! არც- კურდღელს”












კომენტარები