• რეკლამა
  • კონტაქტი
17:22, კვირა, 1 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ასეთმა მეთოდებმა არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ”– კახა კახიშვილი

ალია ავტორი - ალია
19:55 09-13-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,467

ყოფილი პარლამენტარი, ქართული ოცნების გუნდის ყოფილი წევრი, კახა კახიშვილი:

კანონი კანონია და მისი დაცვა ყველას გვევალება, მათ შორის ექიმსაც. თუ კანონი დაირღვა, ამას შესაბამისი სამართლებრივი შეფასება უნდა მოჰყვეს. მაგრამ ჩემთვის მეორე საკითხიც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

რამდენად სწორია, როდესაც ადამიანს სპეციალურად აგზავნი ექიმთან, ის უყვება მძიმე მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფზე, სთხოვს დახმარებას და შემდეგ ექიმის სურვილი, დაეხმაროს პაციენტს, მისი სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი ხდება. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო. თუ შესაბამის ორგანოებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ექიმი ამას სისტემატურად აკეთებდა ან მანამდეც არღვევდა კანონს, მაშინ სწორედ ეს უნდა შეესწავლათ, დაკვირვებოდნენ მის საქმიანობას, მოეპოვებინათ შესაბამისი მტკიცებულებები და საქმე რეალურ ფაქტებზე აეგოთ.

რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს იმასაც, კონკრეტულად რა პრეპარატზეა საუბარი, რა რაოდენობა გამოიწერა და რა გარემოებებში მოხდა ეს ყველაფერი. ეს ძალიან რთული და ფაქიზი საკითხია.

ერთი მხრივ, სახელმწიფომ აუცილებლად უნდა ებრძოლოს ნარკომანიას და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას, მაგრამ, მეორე მხრივ, ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ ნარკოდილერი და ადამიანი, რომელსაც ნარკოტიკებთან არანაირი კავშირი არ აქვს და წამალს მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახლობლისთვის, ტკივილის შესამსუბუქებლად ან სხვა რეალური საჭიროების გამო ეძებს.

კანონის დაცვა აუცილებელია, მაგრამ დარღვევასთან ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ. თუ დარღვევა რეალურად და სისტემატურად ხდება, ის უნდა გამოავლინო და დაამტკიცო, მაგრამ ხელოვნურად არ უნდა შექმნა ისეთი სიტუაცია, რომელიც საბოლოოდ თავად ხდება ადამიანის დასჯის საფუძველი. იმედი მაქვს, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას საქმის ყველა გარემოება სრულად გაირკვევა და ამ კითხვებსაც გაეცემა პასუხი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved