• რეკლამა
  • კონტაქტი
23:26, კვირა, 1 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოქალაქეები და კოლეგები მხარდაჭერას უცხადებენ ექიმს, რომელსაც გამოძიება ყალბი რეცეპტის დამზადება-გაცემას ედავება

ალია ავტორი - ალია
14:43 09-12-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
214

თელავის რაიონულ სასამართლოში იმ მედიკოსის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც გამოძიება  ყალბი რეცეპტის დამზადებას ედავება. გამოძიების ვერსიით, მან პაციენტს ფსიქოტროპული მედიკამენტის მოსაპოვებლად საჭირო დოკუმენტი მისცა, მაგრამ ამ ვერსიის არ სჯერათ მის კოლეგებს. მაია კოხტაშვილს მხარდაჭერას სხვა ექიმები უცხადებენ.

მათი მოსაზრებით ექიმს პროვოკატორი მიუგზავნეს იმისთვის, რომ მისი მოქალაქეობრივი პოზიციების გამო დაესაჯათ. ეს არის ვერსიები რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ეს მაია კოხტაშვილია, ახმეტაში მომუშავე ექიმი. გუშინ მიუგზავნიათ ვიღაც კაცი, რომელიც თავს აცოდებდა, დედა მყავს ლოგინად ჩავარდნილი და მისთვის წამალი გამომიწერეო. თან ჩუმად იღებდა. ქალმა გამოუწერა. როგორც კი პროვოკატორი გავიდა, ექიმი დაიჭირეს. 3-დან 6 წლამდე პატიმრობით ემუქრებიან ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებით.
ფარული ჩანაწერი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დადო. ვიდეოში 3 საქმეა გაერთიანებული. ისეა დამონტაჟებული, თუ არ დააკვირდები, ვერც გაარჩევ, რომელი საქმე სად იწყება და სად მთავრდება. მითითებულიც არაა. მაია კოხტაშვილის ეპიზოდის მერე ფულიანი კადრები ჩნდება, რაც დაუკვირვებელ თვალს აბნევს. სხვაგანაც მინახავს ეს ხერხი. მაშინ იყენებენ, როცა პიროვნების ან ადამიანთა ჯგუფის დისკრედიტაციას ცდილობენ.
ნაცვლად დისკრედიტაციისა მიიღეს ამ სიმახინჯით აღელვებული ახმეტა და უზარმაზარი მხარდაჭერა ქალბატონი მაიასადმი. მე მას არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი მისი ქალიშვილი, ანი – საქართველოს ყველა კუთხეზე შეყვარებული მკვლევარი, ისტორიული ძეგლების აღმომჩენი, აღმწერი და მუდმივად მშრომელი, რომელსაც სულ ახალხანს შეეძინა შვილი. ასეთი ქალიშვილის აღზრდას მხოლოდ კეთილშობილი ქალი შეძლებდა. ანი და მისი მეუღლე რუსთაველის პროტესტის აქტიური მონაწილეები არიან, რის გამოც ქმარი დაპატიმრებული იყო პოლიტიკური ნიშნით.
ჩემი მხარდაჭერა ამ ოჯახს და ჩემი თხოვნა ახმეტას – არ შეეგუოთ. ხალხს დიდი ძალა აქვს, როცა უიმედობის ნაცვლად თვითორგანიზდება. მე ეს მინახავს ქუთაისში, როცა ქალაქი თავისიანის უსამართლოდ დაჭერას სიგნალებით, აქციებით აპროტესტებდა და მინახავს შედეგიც”, – წერს სოიალურ ქსელში დავით სიმონია. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved