• რეკლამა
  • კონტაქტი
14:25, შაბათი, 12 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სადღეგრძელოს დროს ფეხზე ადგომა აიძულა, შემდეგ გაიყვანა და დანა დაარტყა…17 წლის ბრალდებულს “მრავალფეროვანი კრიმინალური” ისტორია აქვს” – პროკურორი

ალია ავტორი - ალია
12:29 09-12-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
108

არასრულწლოვანის მკვლელობა ხუდადოვის ქუჩაზე – პროკურორი ქეთი სონიძე ადასტურებს, რომ სამწვადეში დაპირისპირება სადღეგრძელოს გამო დაიწყო.

როგორც სონიძე აცხადებს, დაკავებული 17 წლის დ.პ.-ს ჯერ სიგარეტის გამო მოუვიდა შელაპარაკება სუფრაზე მყოფ მოზარდებთან, მას შემდეგ კი რაც ის ბიჭებმა სუფრასთან მიიწვიეს, უკვე სადღეგრძელოს გამო გაგრძელდა დაპირისპირება.

ირკვევა, რომ მოკლული დავით ნარიმანიძე სუფრაზე განცალკევებით იჯდა და არ ლაპარაკობდა, სწორედ ეს ვერ აიტანა ბრალდებულმა და 17 წლის ბიჭს ფეხზე ადგომა აიძულა. პროკურორის თქმით, სადრეგრძელოს შემდეგ დაკავებულმა მოზარდს გასვლა მოსთხოვა, მოშორებით გაიყვანა და გულ-მკერდში დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

სახელმწიფო მბრალმდებელი ამბობს, რომ ბრალდებული მრავალფეროვანი კრიმინალური ისტორიის მქონე არასრულწლოვანია და ახლაც გირაოს პირობების ქვეშ იმყოფება.

ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის არანაირი კავშირი არ არსებობდა. ისინი პირველად სწორედ საბედისწერო ღამეს შეხვდნენ ერთმანეთს. ბრალდებული თავის მეგობრებთან ერთად გადაადგილდებოდა 10 სექტემბრის გამთენიისას, რა დროსაც მას შემთხვევით შეხვდა რამდენიმე ბიჭი, რომლებიც იქვე სამწვადის ტერიტორიაზე აღნიშნავდნენ მეგობრის დაბადების დრეს და აღნიშნულ პირებს სთხოვა სიგარეტი. სიგარეტი მათ არ ჰქონდათ და უპასუხეს რომ არ ჰქონდათ, რამაც ბრალდებულის გაღიზიანება გამოიწვია და უთხრა, რომ მათი ტონი არ მოეწონა. ამის შემდეგ ბიჭებს შორის ურთიერთობა დამშვიდდა, ის მიიწვიეს თავის სუფრასთან და შესტავაზეს სადღეგრძელოს დალევა, რა დროსაც ბრალდებული გამოელაპარაკა მათ, გაეცნენ ერთმანეთს, უბრალოდ სახელები გაცვალეს და ამის შემდეგ, მან შენიშნა, რომ  სუფრასთან თავისთვის იჯდა, არც კონფლიქტში ერეოდა და არც საუბარში მოკლული არასრულწლოვანი, 17 წლის დავითი, რა დროსაც მან დავით შენიშვნა მისცა, თუ რატომ არ დგებოდა ფეხზე და ეს პირად უპატივცემულოდ მიაჩნდა. 

დავითმა მას უპასუხა, რომ უბრალოდ ფეხი სტკიოდა და ამის გამო ფეხზე ვერ დგებოდა, რამაზც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებულის გაღიზიანება გამოიწვია, უთრხა რომ ამდგარიყო, მის გვერდით დამდგარიყო – თუ ფეხი სტკიოდა, ხელი გადაეხვია და ასეთ მდგომარეობაში ეიძულებინა თავი, რომ დარჩენილიყო. ფეხზე ადგომის შემდეგ, იძულებით დავითი გევრდით იდგა  რამდენიმე წუთის განმავლობაში, ამის შემდეგ ბრალდებულმა მას შესთავაზა მოშორებით ცალკე გასვლა. გასვლისთანავე, მას ბრალდებულმა გულ-მკერდის არეში დანის გამოყენებით მიაყენა სიცოცხლისათვსი საშიში ჭრილობა, რის შედეგადაც ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ბრალდებულმა დატოვა შემთხვევის ადგილი და ცოტა ხნის განმავლობაში მიიმალა, თუმცა ის რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ დაბრუნდა. 

შეუტყობინებლობაზე დაკავებული არ გვყავს, იმტიომ რომ სასწრაფოში დაირეკა ერთ-ერთი არასრულწლოვნის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული 17 წლისაა, მას აქვს საკმაოდ მრავალფეროვანი კრიმინალური გამოცდილება, ოღონდ არა ძალადობრივი ჩადენასთან დაკავშირებით, არამედ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. ის მრავალეპიზოდიანი ქურდობების ჩადენასთან დაკავშირებით არის ამჯერადაც  პასუხისგებაში მიცემული, იმყოფება გირაოს მოქმედების ქვეშ, რაც ამ ეტაპზე გადაუხდელი აქვს”, – აცხადებს პროკურორი. 

სისხლიანი ანგარიშსწორება ხუდადოვის ქუჩაზე – 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.პ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა.

დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას სხდომაზე პროკურატურა ითხოვდა.

მკვლელობა თბილისში 10 სექტემბერს  მოხდა – გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ნ.ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე სამწვადეში, ბრალდებულს შელაპარაკება მოუხდა მეგობრებთან ერთად სუფრაზე მყოფ არასრულწლოვანთან, რის შემდეგაც შეკრების ადგილიდან მოშორებით გაიყვანა და შელაპარაკების დროს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved