ენმ-ს ლიდერის, დაკავებული გიორგი ბარამიძის სასამართლო პროცესი დღეს ჩაინიშნა – საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოსისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე 14:00 საათზე უნდა იმსჯელოს.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია შესახლებული.
პროკურატურამ გიორგი ბარამიძეს ბრალი საბოტაჟის მუხლით წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს.
პოლიტიკოსის დაკავების საბაბად საგამოძიებო ორგანო ივლისში იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებას ასახელებს.











კომენტარები