ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი იაგო ხვიჩიაზე:
,,Яგოზე რა უნდა ვთქვა იმაზე მეტი, რასაც თვითონ ამბობს საკუთარ თავზე. რატომ მიტანტალდა ივანიშვილთან, რა მიიტანა, რა წამოიღო თვითონაც არ იცის. იმ დონის დეგრადირებული ტვინი აქვს, იმაზეც ვერ გრძნობს უხერხულობას, რომ სუსის უფროსი ივანიშვილის მდივნის რანგში მოემსახურა, შეხვედრა ჩაუნიშნა. ნუუ, ძაან თავისუფალი ხალხის პარტიას რომ დესპოტ სადისტებთან “ტუსოვკობა“ არ უტყდება, ეგ კიდევ ერთი უბედურებაა მის თავს, ოღონდ ყველაზე საინტერესო ის არის, რატომ თქვა ახლა ამ შეხვედრაზე, რომელსაც როგორც თვითონ ამბობს, თითქმის ერთი წელია საიდუმლოდ ინახავდა.
Яგოს ბოდვიდან თუ რამე მესიჯი გამოდნება, ზუსტად ის არის, რომ ბ–ნი ბიძინა არც ისეთი ცუდი კაცია, მაგარი ტიპია, ჭკვიანიც არის, ლეგიტიმურად ეკუთვნის აი ასე რომ მიეახლო როგორც ქურუმს, რატომაც არა. განა მართლა არაადეკვატურია და ა.შ.
ვაი შენს პატრონს ივანიშვილო, Яგოს გასათეთრებელი და გასაადამიანურებელი რომ გახდი. თუმცა, კარგი ის არის, რომ ხვდები როგორ ეზიზღები ხალხს და რა არაადამიანად გთვლიან.“











კომენტარები