სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი ყუფარაძე:
როგორ არ უნდა გიყვარდეს საკუთარი შვილი, რომ ეს „სასკოლო ფორმა“ ჩააცვა…
დღეს ვნახე ის „სასკოლო ფორმები“, რომლის შესაძენადაც, როგორც ამბობენ, 45 მილიონი ლარი დაიხარჯა და ახლა მშობლებს ავალდებულებენ, ეს ფორმები იყიდონ და საკუთარ შვილებს ჩააცვან.ეს უბრალოდ ნაგავია. ხარისხი — ნული.
Temu-დან გაცილებით უკეთესი ხარისხის ტანსაცმელი ჩამოდის, ვიდრე ის, რაც ამ 45 მილიონად შემოიტანეს.
პირველკლასელი ბავშვები სკოლაში ყოველთვის განსაკუთრებული სიხარულით მიდიოდნენ გამოპრანჭულები, ლამაზად ჩაცმულები, საზეიმო განწყობით. ახლა კი ბავშვებს რაღაც უსახურ, უხარისხო ტანსაცმელში გამოწყობას აიძულებენ და ამას „სასკოლო ფორმას“ ეძახიან.
ისიც კი ვერ გააკეთეს , რომ ამ ფორმების გაცემისას გაღიმებული ბავშვი ენახათ პროპაგანდისტულ ტელევიზიებს.
რომელი მშობელი აპირებს, ამ ვიღაც “სულით გესტაპოს” მიქანაძის თავში მოხარშულ, გადასაყრელ ნაგავი საკუთარ შვილს ჩააცვას?!
ამ საკითხზეც უნდა დაემონოს ხალხი ვიღაცების მიერ ნასაბჭოეთარ გონებაში მოფიქრებულ წესებს?
მე ჩემს შვილს ამას არ ჩავაცმევდი.
და ბოლოს: მაშინ, როცა საქმე პირველკლასეკ ბავშვს ეხება, რომელსაც სკოლაში მისვლა უნდა უხაროდეს და არა ის, რომ ვიღაცამ ზემოდან დაუდგინა, რა უნდა ეცვას.#საქართველო #სკოლისფორმა #მთავრიბა #თავისუფკება #ფორმა











კომენტარები