• რეკლამა
  • კონტაქტი
22:39, ოთხშაბათი, 9 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მთელ ევროპაში განსაკუთრებულ შიშს იწვევს AfD-ს მიერ პროპაგანდირებული ე.წ. “რეემიგრაციის კონცეფცია” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
20:23 09-09-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
121

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

არ ვიცი რატომ, მაგრამ გერმანიის კანცლერ მერცს გაუკვირდა AfD-ს წარმატება საქსონია-ანჰალტში. არადა AfD-ის დაწინაურება დიდწილად გერმანიის ბოლო ორი ათწლეულის პოლიტიკის პირდაპირი მემკვიდრეობაა და თუ წარსულში დაგროვილ პრობლემებს არ გადაჭრი, ამით ყოველთვის შენი მეტოქე გაძლიერდება.

ატომური ენერგეტიკის ნაჩქარევმა გათიშვამ (რომელიც თავისთავად არ არის ბინძური ენერგია, ქვა-ნახშირისაგან განსხვავებით), რადიკალურმა “მწვანე” რეგულაციებმა, კომპიუტერიზაციის ქრონიკულმა ჩამორჩენამ, მძიმე ბიუროკრატიამ და გერმანიის ეკონომიკის რუსულ იაფ გაზზე მიბმამ – ქვეყნის ინდუსტრიულ ხერხემალს მძიმე დარტყმა მიაყენა. ამას დაემატა 2015 წლის მიგრანტების მიღება ე.წ. Willkommenskultur, რამაც ქვეყანაში ასობით ათასი მიგრანტი შემოიყვანა ისე, რომ ინტეგრაციის რეალური მექანიზმები არ არსებობდა.

როდესაც რიგითი გერმანელი ხედავს, რომ მიგრანტების მნიშვნელოვანი ნაწილი წლებია ვერ ინტეგრირდება, არ მონაწილეობს შრომის ბაზარზე და მთლიანად მძიმე სოციალურ სისტემაზეა ჩამოკიდებული, სისტემური უსამართლობის განცდა ბუნებრივად ჩნდება. ტრადიციულმა პარტიებმა ეს პრობლემები ტაბუდადებულ თემად აქციეს, პოლიტიკური ვაკუუმი კი არასდროს რჩება ცარიელი – თუ გამოწვევებს მთავრობა არ აგვარებს, მასზე პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებას ყოველთვის ოპოზიციური მეტოქე იწყებს.

აქ შემოდის საინტერესო პარადოქსი, რომელსაც პოლიტიკის თეორიაში “პარადოქსული კაპიტალიზაცია” შეგვიძლია ვუწოდოთ: AfD ერთდროულად ებრძვის მერკელის მემკვიდრეობას და პარალელურად სრულად ეყრდნობა მის ერთ-ერთ ყველაზე მავნე ნაწილს – რუსეთთან პოლიტიკურ, კულტურულ და ენერგეტიკულ ურთიერთობას. ისინი სასტიკად აკრიტიკებენ მიგრაციასა და მწვანე გადასახადებს, მაგრამ ამავე დროს აორმაგებენ ფსონს მოსკოვთან დაახლოებაზე, ითხოვენ იაფი რუსული გაზის დაბრუნებას და სკოლებში რუსული ენის მეორე სავალდებულო ენად დანერგვას. მათ ეკონომიკურ პლატფორმასაც მხოლოდ პირობითად შეიძლება ეწოდოს მემარჯვენე – კლასიკური ლიბერტარიანული დასაწყისიდან პარტია გადაიქცა მძიმე პროტექციონისტულ ძალად, რომელიც სკეპტიკურადაა განწყობილი ევროსა და ტრანსატლანტიკური, კერძოდ ამერიკული ინვესტიციების მიმართ.

პარადოქსულია მათი ურთიერთობა ევროპის სხვა ულტრამემარჯვენე პარტიებთანაც. AfD იმდენად რადიკალური აღმოჩნდა, რომ მარინ ლე პენის “ეროვნულმა გაერთიანებამაც” (RN) კი ოფიციალურად გაწყვიტა მათთან კავშირი ევროპარლამენტში. ალის ვაიდელსა და ფრანგულ ფლანგს შორის კონფლიქტი ღია სივრცეში გადაიზარდა, როდესაც AfD-მ ფრანგებს მოსთხოვა აფრიკის სანაპიროსთან მდებარე კუნძულ მაიოტის დათმობა და პარიზი “კოლონიზატორობაში” დაადანაშაულა.

საფრანგეთსა და მთელ ევროპაში განსაკუთრებულ შიშს იწვევს AfD-ს მიერ პროპაგანდირებული ე.წ. “რეემიგრაციის” (რომელიც მხოლოდ მიგრანტების გასახლებას არ ეხება) კონცეფცია და SS-ის დანაშაულების გაფერმკრთალების მცდელობა. პარტიის ლოკალური წარმომადგენლები, განსაკუთრებით აღმოსავლეთ გერმანიაში, საშიშ ისტორიულ საკითხებზე საუბრობენ. პოლონეთის საზღვარზე, ორად გაყოფილ ქალაქ გიორლიცში, ღიად გაისმის რევანშისტული ლოზუნგები: ქალაქის პოლონური ნაწილის (ზგოჟელეცის) დაბრუნებაზე და იმ გერმანელების სამართალმემკვიდრეობაზე, რომლებიც 1945 წელს გაასახლეს. მათი მხრიდან საუბარია ქალაქ შჩეცინის (შტეტინის) სტატუსის გადახედვაზეც იმ მოტივით, რომ საზღვარი ოდერზე უნდა გასულიყო და პოლონეთმა პორტი “უკანონოდ” მიიღო. მაგრამ რატომღაც ეს რადიკალები რუსეთის მიერ დაკავებულ კალინინგრადზე (კონიგსბერგზე) დუმან.

აღნიშნული ხედვა პარტიის ოფიციალური პოზიცია არ არის, მაგრამ მათი ლოკალური მხარდამჭერების და დაჯგუფებების დამოკიდებულებაა. საბოლოოდ პოლონეთის შფოთი უსაფუძვლო არ არის. AfD-ის ეთნონაციონალიზმი, “რემიგრაციის” დღის წესრიგი და საზღვართან მისი ელექტორალური ძალა ამ მარგინალურ ხმებს ლეგიტიმაციისა და გახმაურების ფონს უქმნის. სწორედ ამიტომ ადევნებს ვარშავა AfD-ის აღზევებას განსაკუთრებული სიფრთხილით თვალს.

ამ ფონზე პარიზში სრულიად ლოგიკური განგაში ჩნდება: პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს პოლონეთს ედავება 1945 წლის შემდგომ საზღვრებს, ხვალ შესაძლოა ელზასისა და ლოთარინგიის საკითხის გაღვივებამდე მივიდეს.

პარადოქსულია ამ პარტიის ლიდერობაც: ტინო ხრუპალა ლამის რუსეთის ნომრიანი აგენტია. ხოლო ტრადიციონალიზმის მქადაგებელი ალის ვაიდელი თავად ცხოვრობს ერთსქესიან ქორწინებაში მიგრანტული წარმოშობის პარტნიორთან, თანაც შვეიცარიაში.

ლე პენის პარტიისაგან განსხვავებით, რომელშიც ანტი-რუსული ფრთა არსებობს, AfD-ში ასეთი ფრთა ბევრად სუსტია. თუმცა ცხადია, რომ პარტია ხელისუფლებაში თუ მოვიდა არავინ იცის მერე ზუსტად როგორ სახეს მიიღებს ის – შეიძლება ბევრად უარესიც იყოს ან პირიქით, მაგრამ ფაქტია, ახლა იმ პოლიტიკურ საკითხებსაა ჩაჭიდებული, რომელიც ძალიან საშიშია ყველასათვის.

მნიშვნელოვანია პოლიტიკური თეორიაც: ამომრჩეველი AfD-ს არა იმდენად სიყვარულით, რამდენადაც სისტემური პარტიების დასასჯელადაც აძლევს ხმას. მოქმედებს ე.წ. “პოლიტიკური ტემპერატურის კონტროლის” ლოგიკაც – როცა საზოგადოების ნაწილი აღიქვამს, რომ პოლიტიკა ერთი მიმართულებით ზედმეტად შორს წავიდა (თუნდაც მიგრაციაში), ის საპირისპირო მხარეს იხრება.

პ.ს. საინტერესოა გეოგრაფიული განაწილებაც: მორწმუნე, რეალურად ტრადიციონალისტურ სამხრეთ გერმანიაში, AfD-ს მხარდაჭერა მინიმალურია. სამაგიეროდ ძლიერია აღმოსავლეთ გერმანიაში – კომუნიზმისა და შტაზის გავლენებისაგან გამოხრულ და ეკონომიკურად შედარებით ჩამორჩენილ ნაწილში, რომელიც 36 წელია ვერ მოშუშდა. აი ესეც კომუნიზმის მემკვიდრეობაა.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას

14:28 09-09-2026
თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

12:24 09-09-2026
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved