სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია;
ბერა ივანიშვილის ნათელმირონმა და ნასამართლევმა ოთარ ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ დანაყოფი შექმნა და პუტინის სამსახურში ჩადგა.
ირაკლი კობახიძის მამის თანაპარტიელი, ბესიკ დანელია თურმე უკრაინის წინააღმდეგ შექმნილ ერთ-ერთ ქვედანაყოფს ეხმარება.
ორჯერ პრემიერ-მინისტრი უცხო ქვეყნის აგენტი აღმოჩნდა და ახლა კორუფციის მძიმე ბრალდებებით ციხეში ჰყავთ გამოკეტილი.
კიდევ ერთი პრემიერ-მინისტრი დიფ-სტეიტის დავალებით დავნიშნეთ, ისიც აგენტიაო, ამტკიცებენ. მერე საქმე აღუძრეს და ქვეყნიდან გააქციეს.
ირაკლი კობახიძემ თავადვე აღიარა, რომ სულ მცირე 15 ადამიანი გვყავდა/გვყავს მთავრობაში, რომლებიც უცხო ქვეყნის აგენტები არიანო.
ბიძინა ივანიშვილის ყველა კადრი “ქართუდან” კორუფციის უმძიმესი ბრალდებებით ან ციხეში არიან, ან მოლოდინში ან გაქცეულები.
არ ვიცი, კიდევ რა სჭირდება ერს, რომ ბოლო-ბოლო, ასე ხელის გულზე დადებული სიმართლე დაინახოს.











კომენტარები