უკრაინაში ქართული ბატალიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი:
ძალიან მნიშვნელოვანია საპატრიარქოს პოზიცია. ეკლესიამ არ უნდა მისცეს ამის უფლება, რომ გამოიყენონ ოკუპაციური ჯარის სახელად, რაღაც ნაწილის ან დანაყოფის სახელად, გამოიყენონ ქართული წმინდანის სახელი. გასაგებია, ეს ყველაფერი გათვლილია საქართველოს დისკრედიტაციისთვის. გათვლილია იმისთვის, რომ საქართველო რუსეთთან ერთად მოხვდეს სანქცირებულ სიაში. ისედაც, ბოლო პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე და ევროპელი პოლიტიკოსების აქტიურობიდან გამომდინარე, რუსეთი ძალიან ცდილობს, რომ საქართველო გახდეს რუსეთის თანამონაწილე და დამნაშავე. პრინციპი გასაგებია და მე ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო დიდი გამოხმაურება ექნება ამას რუსულ მედიაში.
აშშ-ის მიერ სანქცირებულმა საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემაც რუსეთის მხარეს მებრძოლი მოხალისეთა დანაყოფი „გეორგიევსკი“ შექმნა.
ასევე ცნობილია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფი მონაწილეობს. РИА Новости-ის ინფორმაციით, დანაყოფს დახმარება ქართველმა ბესიკ დანელიამ და ე.წ. ქართველმა ვოლონტიორებმა ჩაუტანეს – მათ სამხედროებს მოტოციკლები და „სამლოცველო ოთახები“ გადასცეს
კიდევ ერთი ინფორმაციით, მამა გაბრიელის სახელობის სამხედრო დაჯგუფება არსებობს რუსეთში.











კომენტარები