გირჩი – მეტი თავისუფლების წევრი, თემურ გორგაძე:
ბიძინას და იმ მესამის აუდიენციის გაბაზრებამ ერთი სახალისო ამბავი გამახსენა.
2020 წლის არჩევნების წინ ჩემთვის საკმაოდ საპატივსაცემო ერთი ადამიანი ამბობდა, რომ სანდრო რაქვიაშვილი რუსულმა სპეცსამსახურებმა “გირჩის დასაშლელად გამოუშვესო. მაშინ ამ კაცს, რა თქმა უნდა, ყველამ დასცინა. “კაი რა, სპეცსამსახურები რაქვიაშვილს გამოგზავნიდნენო?“ დაახლოებით ასეთი იყო საერთო განწყობა.
მოდი, იმ პერიოდის რამდენიმე „უმნიშვნელო“ დეტალი გავიხსენოთ.
2020 ის გირჩში სანდრო რაქვიაშვილს ერთდროულად სამი თანამდებობა ეკავა. იყო, ასე ვთქვათ, CEO. იყო ასევე ოფის მენეჯერი ყავის დალევაში ფულს ართმევდა ხალხს. (ეს რო თავიდან ვერც მე დავიჯერე სანამ საკუთარი თვლით არ ვნახე). და ეს სიკეთე დღემდე ბევრს ემახსოვრება. და ამ ყველაფერთან ერთად იყო საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელიც.
მე პირადად ასეთ უნივერსალურ კადრს მაშინ სამთანამდებობიან იდიოტს ვეძახდი. (მართლა ასე ვეძახდი)
ეს ყველა თანამდებობა კი, ცხადია, ზურა ჯაფარიძის დამსახურებით ჰქონდა.
სწორედ ზურას პოლიტიკური წონის ( ჩემი საყვარელი ტერმინით, „Ged-ების“) გადანაწილებით მოხვდა რაქვიაშვილი 2020 წლის საპარლამენტო სიაში. ბოლო წამს მისცა ზურამ თავისი წონა მაგ კაცს და დაჟე სისტემამ გაბაგა მაგის გამო და პრაიმერიზი ჩაგვეშალა პირველ დღეს.
ამასთან, იმავე სიაში რაქვიაშვილის მოხვედრაში თავისი წვლილი ცოტნე კობერიძემაც შეიტანა. ცოტნე მაშინ “ასასკის“ გამო პარლამენტში ვერ ხვდებოდა და იმ მესამეს აქტიურად აპიარებდა “ეს იქნება ჩემი კაცი“ პარლამენტშიო
ანუ სურათი დაახლოებით ასეთი იყო: ზურა აძლევდა პოლიტიკურ წონას, ცოტნე რეკლამას, ხოლო მე გვერდიდან ვუყურებდი და სამთანამდებობიან იდიოტს ვეძახდი. დედას ვფიცავარ ასე იყო და ამის მოწმეა მინიმუმ 100 კაცი.
რასაც ახლა ვყვები ეს ყველაფერი რომ ასეა, ალბათ მინიმუმ ასიოდე ადამიანმა იცის. თითოეული დეტალი და ფაქტია.
ახლა კი ერთი პატარა, უმნიშვნელო, სრულიად შემთხვევითი კითხვა გამიჩნდა: ბორინკა რადნოი ივანიშვილი ადამიანი, რომელიც რუსულეთის ნებართვის გარეშე უბორნიაში არ გადის, რუსული სპეცსამსახურების ნებართვის გარეშე შეხვდა სანდრო რაქვიაშვილს?!. თან გირჩში წევრებსაც კი არ სცოდნიათ ისე შეხვდა თურმე.
ანუ რა მოხდა ამ შემთხვევაში? რუსულმა სპეცსამსახურებმა არ იცოდნენ და სანდრო შეუმჩნევლად შეიპარაა.
იმ ხალხთან, ვინც მაშინ იმ კაცს დასცინოდა, ერთი თხოვნა მაქვს: ახლა მაინც ხომ არ გაგიჩნდათ სურვილი, მიხვიდეთ, ხელი ჩამოართვათ და უთხრათ “ბოდიში, ძმაო, ცოტა ნაადრევად დაგცინეთო მგონი მართალი ხარ“?
არ არის აუცილებელი საჯაროდ. კაცურად, ჩუმადაც შეიძლება. ის კაცი, ვისზეც ვსაუბრობ, ალბათ თვითონაც კითხულობს ამ პოსტს. თუ საჭიროდ ჩათვლის, დაწერს კიდეც. ეს კაცი საიდუმლო არც მაშინ ყოფილა და არც ახლაა უბრალოდ მე არ მინდა დავწერო.
ზოგჯერ კონსპირაციის თეორიას კი არ სჭირდება გამოძიება. უბრალოდ რამდენიმე წელი უნდა აცადო მერე თვითონ იწყებს პასუხების წერას.
ის მესამე.











კომენტარები