• რეკლამა
  • კონტაქტი
14:27, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია

ალია ავტორი - ალია
11:33 09-05-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
86

ბაზისბანკი განაგრძობს ქართულ საფინანსო ბაზარზე მდგრად განვითარებას და პოზიციების თანმიმდევრულ განმტკიცებას ყველა საკვანძო სეგმენტში და 2026 წლის პირველი ნახევრის ფინანსური შედეგების მიხედვით, მომგებიანი ბანკების სამეულშია.

ბაზისბანკის ფინანსური მაჩვენებლები ციფრებში:

  • მთლიანი აქტივები 6.2 მილიარდი ლარი, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43%.
  • მთლიანი საკრედიტო პორტფელი 3.7 მილიარდი ლარი, ზრდა 22%.
  • მთლიანი დეპოზიტების პორტფელი 4 მილიარდი ლარი, ზრდა 40%.
  • წმინდა მოგება 74 მილიონი ლარი, ზრდა 44%.

ბაზისბანკი კვლავ ქართული ბიზნესის ერთ-ერთ მთავარი მხარდამჭერია და სტაბილურად იკავებს ადგილს უმსხვილესი ბანკების სამეულში. წელს, ბაზისბანკის მიერ ბიზნესის დაფინანსების ტემპი კიდევ უფრო გაიზარდა და იურიდიული პირების პორტფელის ზრდამ 28%, 2.8 მილიარდი ლარი, ხოლო იურიდიული პირების დეპოზიტების მოცულობამ 2.3 მილიარდი ლარი შეადგინა.

2026 წლის 6 თვის მონაცემებით, საცალო სესხების მოცულობამ 942 მილიონი ლარი, ხოლო საცალო დეპოზიტების მოცულობამ 1.7 მილიარდი ლარი შეადგინა.

ბაზისბანკის ჯგუფში შემავალი ბბ ლიზინგისა და ბბ დაზღვევის  2026 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით – ბბ ლიზინგის პორტფელმა 48 მილიონი ლარი შეადგინა, პორტფელის ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ა. ბბ დაზღვევის მიერ 2026 წლის 6 თვეში მოზიდულმა პრემიამ  9.5 მილიონი ლარი შეადგინა.

2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, უკუგებამ მთლიან აქტივებზე (ROA) 2.51% შეადგინა, ხოლო უკუგებამ საკუთარ კაპიტალზე (ROE) 14.05%.

„ბაზისბანკის 2026 წლის პირველი ნახევრის ფინანსური შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ ბანკი სწორი სტრატეგიითა და მზარდი ტემპით ვითარდება. მომგებიანი ბანკების სამეულში მოხვედრა ჩვენი გუნდის შრომისა და პარტნიორების ურყევი ნდობის შედეგია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ბანკის მდგრადობას, მომხმარებელთა სანდოობის მაღალ ხარისხს და ბაზისბანკის, როგორც ქართული ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური საყრდენის, პოზიციას.

ბაზისბანკის მიერ ლიბერთი ბანკის შეძენა 2026 წლის უმსხვილესი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტრანზაქციაა, რომელმაც სრულიად ახალი მასშტაბი და შესაძლებლობები შესძინა ბაზისბანკის ჯგუფს. ჩვენ ვაგრძელებთ მდგრად განვითარებას და როგორც ბიზნესის, ისე საცალო სექტორის მხარდაჭერას, რათა მომხმარებელს საუკეთესო საბანკო გამოცდილება შევუქმნათ და მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.“ – ბაზისბანკის და ლიბერთის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა.

2026 წლის აპრილში ბაზისბანკმა ლიბერთის აქციების 95.99% შეიძინა. ლიბერთი საქართველოს მასშტაბით ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. 2026 წლის პირველი ნახევრის ფინანსური მონაცემებით ბანკის აქტივები 6.3 მილიარდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4.6 მილიარდი ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 5 მილიარდი ლარი. 2026 წლის 6 თვის წმინდა მოგება 52.8 მილიონი ლარია.

(R)

თეგები: ბაზისბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved