სამოქალაქო აქტივისტი, მაგდა მამუკაშვილი:
მე იცი რა მაინტერესებს? აი, რა მომენტში იყნოსა ბიზნესმა, რომ “არაფერი გამოვიდა” და დალაგდა რეჟიმთან? “გაიფიცე საქართველოს” აქციის დროს მგონია, რომ უკვე ხელი ჰქონდა ჩაქნეული. ნეტა, როგორ მოხდა ეგ ყველაფერი? ქოცებმა უთხრეს, დავალაგებთ ამერიკასთანო და ესენიც დაჰყაბულდნენ? დიდ ბიზნესებზე ვსაუბრობ, ცხადია.
ახლა რომ საერთოდ საშინელება ხდება და პატარიან-დიდიანად აქტივისტების არათუ მხარდაჭერას, დასაქმებასაც ერიდებიან, ეგ ისეთი ცხადი კატასტროფაა, შეუძლებელია ვერ დაინახო.
ყოველდღე ახალი აქტივისტი წერს, რომ ეძებს სამსახურს, დაკარგა შემოსავალი, უჭირს ამ ტურბულენტობას გაუძლოს. საუკეთესო პროფესიონალებზე მაქვს საუბარი. ეს უსამართლობა და რეჟიმის თანამზრახველობა დისკრიმინაციაში არავის შერჩება. თურმე, აქტივისტის დასაქმება არ უნდათ, ვაიდა, დაიჭირონ მერე.
არ ვიცნობ ადამიანს, ვისაც ამ ქვეყნისთვის გაწეული შრომა არათუ დაუფასდა, არამედ დიდ პიროვნულ მსხვერპლშეწირვად არ ექცა…











კომენტარები