• რეკლამა
  • კონტაქტი
21:34, პარასკევი, 21 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს რომ ასე ექცევიან, უბრალო ადამიანებს რა დღეში ჩაგვაგდებენ, ხომ წარმოგიდგენიათო?!” – ირმა ინაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:59 08-21-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
225

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი:

,,არც 2013 წელს, არც 2014-ში, არც 2015-სა და არც 2016 წლებში დასავლეთი სერიოზულად არ რეაგირებდა სააკაშვილების, ბოკერიების და კანდელაკების ანგარიშებსა თუ მოხსენებებზე. რატომ? იმიტომ, რომ ეს ხალხი დისკრედიტირებული იყო, მათი რეჟიმის დანაშაულებები გამოაშკარავებული იყო და დამნაშავეთა მოხსენებებს კი, სერიოზულად არავინ არ აღიქვამს.

მაგრამ 2017 წელს გაირკვა, რომ ეს ხალხი დამნაშავე კი არა, პატიოსანი ხალხი ყოფილა! აბა, დამნაშავე ციხეში უნდა იჯდეს და არა დეპუტატი გახდეს, ესენი კი, დეპუტატები გახდნენ! დამნაშავე თანამდებობას აღარ უნდა იკავებდეს, ამათმა კი, ყველა სახელმწიფო უწყებაში დაიკავეს თანამდებობები! დამნაშავეს მოსამართლეობა უნდა ჩამოართვა, ესენი კი, უვადო მოსამართლეებად იქცნენ! მოკლედ, კოჰაბიტაციამ თავისი შედეგი გამოიღო და დასავლეთმაც დაიწყო რეაგირება სააკაშვილების, ბოკერიების, კანდელაკებისა და სხვათა ანგარიშებზე.

მეტიც, ამათი მოხსენებები კობახიძის მთავრობამ საბოლოოდ გაამყარა, გაამყარა დასმენების კანონით, გაამყარა „ტროტუარებზე“ დაპატიმრებებით, გაამყარა ახალგაზრდების მასობრივი ცემა-ტყეპით. პირადად ჩემი აზრით, კობახიძის მთავრობამ უფრო მეტი ზიანი მოუტანა საქართველოს, ვიდრე თვით კოჰაბიტაციამაც კი!
დაზიანდა ქვეყნის რეპუტაცია მსოფლიოში, დაზიანდა „ქართული ოცნებაც“ და დაზიანდა თავად ბიძინა ივანიშვილიც.

და როცა ივანიშვილი კობახიძეს ეკითხება,- ასე ძლიერად რატომ დავზიანდითო, კობახიძე ხომ არ უპასუხებს,- ჩემი ბრალიაო?! პასუხობს,- იმათი ბრალიაო და ხელს სააკაშვილ-ბოკერია-კანდელაკების ფლანგისკენ იშვერს!

კვლავ ვამბობ: ნაცების მოხსენებების ბრალი უდაოდ არის, მაგრამ კობახიძის საბჭოური კანონებისა და ქმედებების ბრალი მეტი თუ არა, არც ნაკლებია.

ახლა ქვეყნის შიგნით რა ხდება? ქვეყნის შიგნით ნული თანაგრძნობა და სიძულვილი დამკვირდდა, ქართული სული კვდება და ქართული ზნეობა იკარგება, აბა, დასმენების კანონს რომ მიიღებ, ქართული სული როგორღა იცოცხლებს?! მაგრამ კობახიძე ხომ არ ეტყვის ივანიშვილს,- ჩემი ბრალია, ხალხმა რომ „ქართული ოცნება“ შეიძულაო, ეს ვიღაცას ხომ უნდა გადააბრალოს?! ჰოდა, მე გადამაბრალა: ინაშვილისნაირები გვაზიანებენო და ამის უკან ღარიბაშვილი დგასო. დიტო ჩუბინიძის ბრალიც ყოფილა, მოკლედ, კობახიძე ივანიშვილს უმტკიცებს: ტრადიციულად და კონსერვატიულად მოაზროვნე ხალხის ბრალიაო!

ისევ ვამბობ: თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილი ივანიშვილს არ დაუწერია. ივანიშვილს რომ ნდომებოდა რაიმეს თქმა, ღარიბაშვილს სანდო ადამიანის პირით მიაწვდიდა ხმას, ოჯახის ყველა წევრს იცნობენ და ადვოკატებსაც იცნობენ. ასე რომ, თავიდნავე ვვარაუდობდი, რომ ეს კობახიძის ჯგუფის ხრიკები იყო. ამასაც ვიმეორებ: კობახიძე ცდილობს დაარწმუნოს ივანიშვილი, თითქოს მე რაღაცა კამპანიას ვაწარმოებ და ჩემს უკან ღარიბაშვილი დგას, მაგრამ სუსმა გადასარევად იცის, რომ ეს ტყუილია. ისევ ვამბობ: არანაირი კამპანია არასდროს არ მიწარმოებია, არც ვინმეს წინააღმდეგ და არც ვინმეს მხარდასაჭერად, მე საჯაროდ გამოვთქვამ ჩემს აზრებს და ეს აზრის გამოხატვის თავისუფლებას ნიშნავს. კამპანია ისაა, რაც დღეს ღარიბაშვილის წინააღმდეგ მისივე გუნდის მხრიდან ხდება.

ბოლო დღეების მანძილზე ბევრი კომენტარი წავიკითხე და მოვისმინე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა რაც თქვა, სრული სიმართლეა და მგონია, რომ კიდევ ბევრ სიმახინჯეს მოჰფენს ნათელს. ერთი რამ კი უკვე ნათელია – პროკურატურამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება!!!

ხალხში კი, ასეთი აზრი ტრიალებს: ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, თავიანთი გუნდის ყოფილ ლიდერს რომ ასე ექცევიან, უბრალო ადამიანებს რა დღეში ჩაგვაგდებენ, ხომ წარმოგიდგენიათო?!

კობახიძის ჯგუფს, ღარიბაშვილისგან განსხვავებით, სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთი აგურიც არ დაუდია, კობახიძე- სოროსის ფონდში იჯდა, მდინარაძე-ვანო მერაბიშვილის ოჯახის ადვოკატი იყო, დანარჩენებიც ნაცების წიაღში გატრუნულები ისხდნენ და ელოდნენ, 2012 წელს ვინ- ვის აჯობებდა. დღეს კი, ეს ხალხი ღარიბაშვილს კორუფციული დანაშაულის აღიარებას სთავაზობს და პოლიტიკაში ჩართვას სამუდამოდ უკრძალავს. მართლა კამპანია აქვთ გაშლილი ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ და ხალხი შეცდომაში შეჰყავთ, თითქოს ღარიბაშვილმა კორუფციული ბრალი აღიარა. ამასაც ვიმეორებ: ღარიბაშვილმა ოჯახური ბიზნესის შემოსავალი არ ასახა დეკლარაციაში და მხოლოდ ესა აქვს აღიარებული, ამგვარი „დანაშაული“ ყველა დეპუტატსა და მინისტრს აქვს „ჩადენილი“.

თეგები: ირმა ინაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved