ყოფილი ჩინოვნიკი, ლაშა ნაცვლიშვილი:
,,კომუნისტების დროს “სპორტტორგის” დირქტორად ერთი კარგი თბილისელი კაცი მუშაობდა. ვინაობას არ ვასახელებ, აღარაა ცოცხალი. ეს კაცი ყვებოდა – თუ სპორტული საქონლით დატვირთული შემადგენლობა მოსკოვიდან პარასკევს ჩამოვიდოდა, როცა უქმე დღეების გამო, ვაგონებს ორშაბათამდე ვერ ვცლიდით და მოცდენის გამო ჯარიმა უნდა გადაგვეხადა, რკინიგზის ჩიხში მისული ვიგინებოდი – შენი გამომგზავნის დედა ასე და ისეო. არადა, საქონელი დეფიციტური იყო “ვერხით” ვყიდიდით, ფულს ვშოულობდით, მაგრამ იმდენად გაფუქსავატებულები ვიყავით, ეს პატარა დაბრკოლებაც კი გვაღიზიანებდაო. თურმე, რას აგინებ, შე ტუტუცო, ქერის ორმოში ვიჯექი და არ ვაფასებდიო.
რატომ გამახსენდა ახლა ეს ამბავი?
ქართული აკაცუკ-ოპოზიცია, მისი აკაცუკ-მედია და ენჯიო, ასევე, აკაცუკ-მხარდამჭერები – მსოფლიოში ერთადერთი და განუმეორებელი კასტაა, ალბათ, ვინც აგვისტოს თვეში ტურისტული ნაკადის და, შესაბამისად, საქართველოს ტურისტულ სექტორში დასაქმებული ხალხის შემოსავლების ზრდის გამო განგაშს სტეხს.
ვინ უნდა მიიმხროთ, ვინ, თქვენზე დებილებსაც იცნობთ?“











კომენტარები