• რეკლამა
  • კონტაქტი
13:29, პარასკევი, 21 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცესკოს თავმჯდომარე დმანისის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

ალია ავტორი - ალია
12:00 08-21-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

2026 წლის საზაფხულო ბანაკების ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე დმანისის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრა ცესკოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.

ახალგაზრდებთან შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თორნიკე შუბითიძემ გახსნეს.

არჩევნები და ახალგაზრდების როლი, საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილება – საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის წარმატებული პრაქტიკა, დეზინფორმაცია და მასთან დაკავშირებული გამოწვევები – ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომლებზეც ინფორმაცია ცესკოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებს პირადად მიაწოდა.

გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ახალგაზრდებთან აქტიური კომუნიკაცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მათ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ სწორი და ამომწურავი ინფორმაცია ადრეული ასაკიდან მიიღონ, რაც, ერთი მხრივ, ემსახურება დეზინფორმაციასთან მიმართებით მოწყვლადობის შემცირებას, მეორე მხრივ კი ხელს უწყობს დამოუკიდებელი და გააზრებული არჩევანის გაკეთებას.

„დმანისის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან საინტერესო შეხვედრა გავმართე, რომელიც ორგანიზებული იყო ჩვენი პარტნიორის ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ. ასეთი ტიპის შეხვედრები როგორც დმანისში, ისე სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება. შეხვედრის ფარგლებში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ახალგაზრდებს არამხოლოდ გადავცეთ ინფორმაცია მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხების შესახებ, არამედ მოვისმინოთ მათი უკუკავშირი, მოსაზრებები და კითხვები, რაც გვაძლევს ღია კომუნიკაციის ფარგლებში იმის შესაძლებლობას, რომ ინფორმაციის მიმოცვლის გზით ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, ისევე, როგორც ახალგაზრდების მეტად დაინტერესებას საარჩევნო პროცესებით“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრის ფარგლებში გიორგი კალანდარიშვილმა მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალი „არჩევნები 360˚“ წარუდგინა და აღნიშნა, რომ გამოცემა მკითხველს აქტუალურ საარჩევნო თემებზე მრავალმხრივ და ამომწურავ ინფორმაციას სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობას აქტიურად აგრძელებს. საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მართავენ.

დმანისში გამართულ შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები და ქვემო ქართლის რეგიონული წარმომადგენელი იაკობ ასანიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved