• რეკლამა
  • კონტაქტი
12:47, პარასკევი, 21 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კირკიტაძემ 9 მილიონი ბიძინას დროს თუ იშოვნა, ეს ხოლოდ ბიძინასთან თანამშრომლობითაა შესაძლებელი” – გვარამია

ალია ავტორი - ალია
11:11 08-21-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
240

ოპოზიციური კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, მიკა გვარამია:

რაკიღა ნაცმოძრაობამ მოიგონა ბინძური ტყუილები და ისეთი შეურაცხყოფაც კი მაკადრა, როგორც აფხაზეთის დავიწყების სურვილი, თან არა მარტო მე, არამედ ჩემს მეგობრებსაც, ახლა მე დავსვამ შეკითხვებს იმაზე, რაც მართლა მოხდა.

ქვემოთ ნიკა გილაურის ინტერვიუს ვდებ, რომელიც დღეს რადიო თავისუფლებამ გაავრცელა. ამ ფონზე იდეა მომივიდა, მოვისმინოთ დავით კირკიტაძის (ენმ სიის 26ე ნომერი) ან რამაზ ნიკოლეიშვილის (ენმ სიის მე12 ნომერი) ინტერვიუები.

პირველმა ენმსგან 9 მილიონად იყიდა ოფისი (პროქსის მეშვეობით) და დღეს ამ ოფისიდან ჩინურ მანქანებს ყიდის და ფულს აკეთებს. დღემდე გაურკვეველია, ენმს წევრმა კირკიტაძემ ხელისუფლებაში ყოფნისას იშოვნა ამხელა თანხა (თავი რომ დავანებოთ სახლებსა და მანქანებს), თუ ბიძინას დროს, რაც მხოლოდ ბიძინასთან თანამშრომლობითაა შესაძლებელი. ასევე გაურკვეველია, თუ 9 მილიონი დაჯდა პარტიის ანგარიშზე, რატომ “ტირის” ენმ, რომ არაფრის ფული არ აქვს.

მეორემ, რამაზ ნიკოლეიშვილმა, ასევე მისმა მძღოლმა აბდულა ისმაილოვმა “მოახერხეს” და 2020 წლის მოწვევის პარლამენტში ჯერ წევრებად შევიდნენ და შემდეგ იმ დეპუტატთა ჯგუფში მოხვდნენ, ვისაც ხმა არ ამოუღია არც ერთხელ. რამაზ ნიკოლეიშვილი შემდეგ საპარლამენტო სიაში მაინც მოხვდა 2024 წელს, თან მე12 ნომრად. მისი აზრი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ისევე, როგორც კირკიტაძის, არავის არ გაგვიგია. ეს ხალხი საერთოდ არავის უნახავს არჩევნების შემდეგ. იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რომ გილაურისგან განსხვავებით, საკუთარი პარტიის პატიმრების ფულიც კი არ გადაუხდიათ, სხვების კი არა. და სხვების გაქრობაზე (სად გაქრა გილაური?) და პოლიტიკურ კორუფციაზე ლაპარაკობს ეს პარტია, თან სრულ ტყუილებს.

ახლების სიაში ერთ ადამიანს მაინც თუ იპოვნით ვინმე ან გილაურის ჩასმულს, ან ფული ვინც გადაიხადა, საჯაროდ პასუხი მომთხოვეთ და მამხილეთ.

გილაურის გაუჩინარებაზე რომ ლაპარაკობს, იმ პარტიას ვეკითხები: ეს ხალხი სადაა? ან როგორ ხდება, რომ არავინ არ შეხებიათ და დღემდე ფულს აკეთებენ? შემთხვევით ხდება ესეც ბიძინას საქართველოში? შეკითხვა რიტორიკულია.

რაც მეტ ტყუილს მოიგონებთ, მით მეტ სიმართლეს მიიღებთ. გარანტიას გაძლევთ.

ვიდეოს ბმული:

https://www.facebook.com/share/v/14mKWA1SSxQ/

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved