პატრიოტთა ალიანსის ერთ–ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
ვპასუხობ ვითომ ჟურნალისტს, ვინმე თამარ მოლაშვილს- არც ცხინვალში მინახიხარ, არც სოხუმში, არც ჭუბერზე და საერთოდ, არ შემხვედრიხარ იქ, სადაც მე ვიყავი. აფხაზეთის მთავრობის სახლში რა მინდოდა?! შენობაში რატომ უნდა ვყოფილიყავი გამაგრებული, რომ შენ მენახე?! სანგარ- სანგარ გავიარე ეგ ომები. მთავრობის სახლში ინტერვიუს ჩაწერისას მიწევდა მისვლა და ვახტანგ ყოლბაიასაც კარგად ახსოვს ეს, გია გვაზავასაც, ჟიული შარტავასაც, თამაზ ნადარეიშვილსაც ახსოვდა და ბევრ სხვას კიდევ!
მე სადაც ვიყავი და მე რომ იქ ვიყავი, უკლებლივ ყველა ვეტერანმა იცის.პირველი დაჭრილი ცხინვალში ზურგით გამოვიტანე, 20 წლისაც არ ვიყავი, ის დაჭრილი ბიჭი ჩემზე ორჯერ მძიმე იყო და ამისი თვითმხილველები დღესაც ცოცხლები არიან. უბრალოდ, შენ არავინ არა ხარ, რომ რაღაცა გიმტკიცო.აფხაზეთში, 13 თვის განმავლობაში 100- ზე მეტი დაჭრილი გამოვიტანე ზურგით!!! გუმისთას ბრძოლებში, ერთ დღეში 12 დაჭრილი გამოვიყვანე ანუ 12 -ჯერ შევედი წინა ხაზზე, ჯვარედინი სროლისას, მაგრამ შენ არავინ არა ხარ, რომ შენისთანა არარაობას რაღაცა ვუმტკიცო. უამრავი რამ მაქვს მოსაყოლი, რისი თვითმხილველები დღეს ცოცხალი ვეტერანები არიან და ეს ერთი კაცი კი არაა, ასობით კაცია, მაგრამ კვლავ ვამბობ: შენ არავინ არა ხარ, რომ რაღაცა გიმტკიცო.ჟურნალისტები, რომლებმაც მთელი ომი გაიარეს და მერე ჭუბერიც გადმოიარეს, თითზე ჩამოსათვლელები არიან და მათ შორის, მეც ვარ და შენ იქ არა მარტო არ მინახიხარ, არამედ არც გამიგია შენი სახელი და გვარი. 1993 წლის 14 მარტს, ჩემი უახლოესი მეგობრები რომ აფეთქდნენ აჩადარაში, მათი ცინკის კუბოები მე ჩამოვიტანე თბილისში და დღემდე მე ვაცოცხლებ ამ გმირების სახელებს. მათი მემორიალური დაფაც ჩემი გაკეთებული და გადარჩენილია, მაგრამ შენ და შენნაირებს ამისი გაგების უნარი არა გაქვთ. აფხაზეთის ომის ჟურნალისტები 34 წელია ერთმანეთს ვუფრთხილდებით, ვეფერებით, ვამხნევებთ და ერთმანეთით ვამაყობთ, ერთად ვართ ჭირშიც და ლხინშიც და შენ მე ამ გუნდში არ მინახიხარ.ცუდია, როცა ადამიანი ბოღმით და შურით ცხოვრობს. მე რას ვაკეთებდი, როგორ ვეხმარებოდი დაჭრილებს, ამისი თვითმხილველი მინიმუმ 20 ვეტერანი მაინც გამოვა დღესვე ტელევიზიით. მე, ეტყობა, გია ბარამიძეში გეშლები შენ!რაც შეეხება საშკა იოსელიანის კადრს: ეკა ხოფერიასთან 10 წლის წინანდელ გადაცემაში მე საშკაზე, როგორც ჩემს ძმაკაცზე ვლაპარაკობ და საშკას იმ კონკრეტულ კადრზე არსად მითქვამს, რომ ჩემი გადაღებულია, რეჟისორმა თემატურად გადაფარა ჩემი საუბარი ამ კადრით. და ამისი გააზრების უნარი და ინტელექტი რომ არ გყოფნის, რა უნდა გელაპარაკო? რად მინდა ოქროს ბიჭის- მიშა მიმინოშვილის კადრების ან ვინმე სხვა ჩემი კოლეგის კადრების მითვისება, საერთაშორისო სააგენტოებმა რომ ჭუბერის მთებზე მომავალი დევნილების კადრები აჩვენეს, მაგ კადრების ავტორი მე ვარ. ჩემს მიერ გადაღებულ უამრავ კადრს თავისუფლად იყენებენ ტელეარხები და არავისთვის საყვედურიც კი არ მითქვამს, – მე რატომ არ მახსენებთ- მეთქი.ვისთან ერთად გავიარე ეს ომი? გულიკო გოდოლაძე, ჯუმბერ ეზუხბაია, გიორგი პოპიაშვილი, საშკა კარაპეტოვი, საშკა იოსელიანი, მიშა მანდარია, სოსო მარგიშვილი, მალხაზ თოფურია, მიშა ცილიკიშვილი, ირაკლი ლომიძე, დათო კილაძე, გოგა გომიაშვილი, ჩემი ძმა-კოტე ინაშვილი, კიდევ ბევრი სხვა ღირეული ადამიანი… აი, ამ ხალხთან ერთად!
შური კლავს ადამიანს.











კომენტარები