სისხლიანი ანგარიშსწორება ქარელის მუნიციპალიტეტში – კაცმა თანასოფლელი დაჭრა. პირს დაზიანება ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
როგორც შსს აცხადებს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქარელის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანება მიაყენა თანასოფლელ მამაკაცს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული პირი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











კომენტარები