• რეკლამა
  • კონტაქტი
13:34, ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

ალია ავტორი - ალია
12:07 08-20-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

მომხმარებლებისთვის სწრაფი და შეუფერხებელი სერვისების მიწოდების მიზნით, თიბისიმ საერთაშორისო საბანკო ინსტიტუტთან – Standard Chartered Bank, საკორესპონდენტო თანამშრომლობა დაიწყო. შედეგად, თიბისი, როგორც ბიზნესის N1 პარტნიორი, კიდევ უფრო გაამარტივებს და დააჩქარებს საერთაშორისო გადახდების პროცესს.

Standard Chartered Bank ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო საბანკო ინსტიტუტია, რომელსაც ფართო გლობალური ქსელი და ძლიერი პოზიციები აქვს საერთაშორისო გადახდებისა და საკორესპონდენტო ბანკინგის სფეროში. სწორედ ამიტომ, თანამშრომლობა განსაკუთრებით დაეხმარება იმ კომპანიებს, რომლებიც ყოველდღიურად ახორციელებენ ტრანზაქციებს უცხოელ პარტნიორებთან, ასრულებენ იმპორტ-ექსპორტის ოპერაციებს და ჩართული არიან საერთაშორისო ვაჭრობაში.

კლიენტებისთვის ეს ნიშნავს:

  • საერთაშორისო გადარიცხვების უფრო ფართო გეოგრაფიულ დაფარვას;
  • გადახდების უფრო ეფექტიან დამუშავებას – საერთაშორისო ტრანზაქციების პროცესის გამარტივებასა და დაჩქარებას;
  • საიმედო საერთაშორისო საბანკო ინფრასტრუქტურაზე წვდომას საერთაშორისო ოპერაციების შეუფერხებლად განხორციელებისთვის;
  • საერთაშორისო ბიზნესისა და სავაჭრო ოპერაციების გაძლიერებულ მხარდაჭერას, რაც კომპანიებს უცხოელ პარტნიორებთან ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების ეფექტიანად მართვაში დაეხმარება.

„თიბისი მუდმივად ითვალისწინებს მომხმარებლების საჭიროებებს და ქმნის სერვისებს, რომლებიც მათს ყოველდღიურ საქმიანობას ამარტივებს. თანამედროვე და მოქნილი საბანკო ინფრასტრუქტურა ბიზნესებისთვის ფინანსური ოპერაციების უწყვეტად განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. სწორედ ამას ემსახურება Standard Chartered Bank-თან საკორესპონდენტო პარტნიორობის გაფორმება. თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საერთაშორისო ვაჭრობის შეუფერხებელ განხორციელებას, ბიზნესაქტივობის გაძლიერებას საქართველოში და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. საერთაშორისო საბანკო ინსტიტუტთან საკორესპონდენტო ურთიერთობის დაწყება კიდევ ერთი ნაბიჯია თიბისის საერთაშორისო შესაძლებლობებისა და საკორესპონდენტო ქსელის შემდგომი განვითარებისთვის”, – თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved