• რეკლამა
  • კონტაქტი
14:02, ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მასწავლებლებს გამოცდების ჩასაბარებლად ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივეს

ალია ავტორი - ალია
12:07 08-20-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებით, მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესის გარკვეული მოთხოვნების ამოქმედების 2027–2028 სასწავლო წლამდე გადავადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

განცხადების მიხედვით, პედაგოგებს ორჯერ მიეცემათ კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა, როგორც ზაფხულში, ასევე, ზამთარში, ამავდროულად, პედაგოგებს საშუალება ექნებათ, უსასყიდლოდ გაიარონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინტენსიური საგნობრივი მომზადების კურსები.

2026–2027 სასწავლო წლიდან გაზრდილი საათობრივი ანაზღაურების მისაღებად მასწავლებელს უნდა ჰქონოდა იმ საგნის/საფეხურის სწავლების დადასტურებული კომპეტენცია, რომელსაც ასწავლის. აღნიშნული მოთხოვნის მიზანი იყო მასწავლებლის კვალიფიკაციისა და საგნობრივი დატვირთვის შესაბამისობის უზრუნველყოფა.

ახალი გადაწყვეტილების თანახმად, სამინისტროს განცხადებით, მოქმედ მასწავლებლებს დამატებით მიეცემათ გონივრული ვადა საკუთარი კომპეტენციის დასადასტურებლად – მათ საგნის ჩაბარება 2027–2028 სასწავლო წლის დაწყებამდე მოუწევთ.

“მოგეხსენებათ, 2026–2027 სასწავლო წლიდან გაზრდილი საათობრივი ანაზღაურების მისაღებად მასწავლებელს უნდა ჰქონოდა იმ საგნის/საფეხურის სწავლების დადასტურებული კომპეტენცია, რომელსაც ასწავლის. აღნიშნული მოთხოვნის მიზანი იყო მასწავლებლის კვალიფიკაციისა და საგნობრივი დატვირთვის შესაბამისობის უზრუნველყოფა.

ახალი გადაწყვეტილების თანახმად, პედაგოგთა მხარდაჭერისა და სკოლებში სასწავლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, მოქმედ მასწავლებლებს დამატებით მიეცემათ გონივრული ვადა საკუთარი კომპეტენციის დასადასტურებლად – მათ საგნის ჩაბარება 2027–2028 სასწავლო წლის დაწყებამდე მოუწევთ.

გარდამავალ პერიოდში სამინისტრო მასწავლებლებს კვლავ შესთავაზებს დამატებით მხარდაჭერას. პედაგოგებს ორჯერ მიეცემათ კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა – საგნის გამოცდა მასწავლებლებისთვის, როგორც ზაფხულში, ასევე, ზამთარშიც ჩატარდება. ამავდროულად, პედაგოგებს საშუალება ექნებათ, უსასყიდლოდ გაიარონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინტენსიური საგნობრივი მომზადების კურსები.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პრიორიტეტულად მიიჩნევს სასწავლო პროცესის ხარისხის თანმიმდევრულ ზრდასა და თითოეული მასწავლებლის პროფესიული სტაბილურობის, ღირსეული შრომითი პირობებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მხარდაჭერას. მიღებული გადაწყვეტილება სწორედ ამ მიზნებს ემსახურება: მასწავლებლებს მიეცათ დამატებითი დრო და მხარდაჭერა საკუთარი კომპეტენციის დასადასტურებლად, ხოლო სკოლებს – შესაძლებლობა, მომზადებულად შეხვდნენ ახალ მოთხოვნებს ისე, რომ გარდამავალ პერიოდში არ შეიქმნას სასწავლო პროცესის უწყვეტობის რისკი.

სამინისტრო მოუწოდებს მასწავლებლებს, მაქსიმალურად გამოიყენონ გარდამავალი პერიოდი, ისარგებლონ შეთავაზებული საგნობრივი მომზადების შესაძლებლობებით და მომავალი სასწავლო წლისთვის, პროფესიული განვითარების გზით, მოემზადონ გადავადებული მოთხოვნების ამოქმედებისთვის.

პედაგოგთა მხარდამჭერი მექანიზმების დახვეწის პარალელურად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს მასწავლებელთა საკადრო დეფიციტის პრევენციისა და მართვის ერთიან, გრძელვადიან, სისტემურ სტრატეგიაზე, რომელიც უზრუნველყოფს არსებული საკადრო საჭიროებების დროულ იდენტიფიცირებასა და შესაძლო დეფიციტების პრევენციულ თუ ინტერვენციულ მართვას,” – წერია განცხადებაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved