• რეკლამა
  • კონტაქტი
12:41, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აკრძალული ფილმი – თბილისი, 2026 წელი

ალია ავტორი - ალია
22:47 08-19-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,139

ლოკარნოს პრიზიორი ქართული ფილმის, „ცრემლსადენი გაზის“ რეჟისორი, უტა ბერია Facebook-ზე წერს, რომ საქართველოს კინოცენტრმა ლოკარნოს კინოფესტივალს მისწერა, რომ ფილმი ჩვენებიდან მოეხსნა.

ასევე ორგანიზაციისგან გაფრთხილების წერილიც მიიღო, რომ ფილმის საჯაროდ ჩვენების შემთხვევაში დაჯარიმდება. მისივე თქმით, 2022 წელს კინოცენტრის კონკურსში გამარჯვების მიუხედავად, მოგებული თანხის ნახევარი არ მიუღია

ერთი სული მაქვს როდის დადგება დღე როცა ქართველი მაყურებელი ნახავს ფილმს.

“ცრემლსადენ გაზზე” მუშაობის პროცესი ძალიან რთული, ხანგრძლივი და საინტერესო იყო. მადლობა თითოეულ ადამიანს ვინც ფილმის შექმნაში მონაწილეობა მიიღო, მათი თავდაუზოგავი ძალისხმევის გარეშე ეს ფილმი ვერ შედგებოდა.

2022 წელს მოპოვებული დაფინანსების ნახევარი ეროვნულმა კინოცენტრმა წარმოების პროცესში მყოფებს არ მოგვცა, მიზეზი დღემდე არ უთქვამთ.
ბიუჯეტის შემცირების, პირადი სახსრების და ვალების აღების ხარჯზე ჩვენ მაინც შევძელით ფილმის დასრულება და ლოკარნოზე პრემიერის წინ, კინოცენტრისგან მივიღეთ გაფრთხილების წერილი რომ ფილმის საჯაროდ ჩვენების შემთხვევაში ფულადი ჯარიმა დაგვეკისრება.
შემდეგ გაირკვა, რომ მათ ლოკარნოს კინოფესტივალსაც გაუგზავნეს წერილი რომ ფილმის პრემიერა არ შემდგარიყო. საბედნიეროდ ფესტივალმა ფილმი კონკურსში დატოვა და ფესტივალის მაყურებელს მიეცა მისი ნახვის შესაძლებლობა.

სამწუხაროა რომ საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, რომელიც ჩვენი გადასახადებით ფინანსდება და ხელს უნდა უწყობდეს ქართული კინოს განვითარებას, საპირისპიროს აკეთებს.

ჯერ ეცადნენ რომ ფილმი ვერ დამესრულებინა და ახლა ცდილობენ ფილმი მაყურებლამდე არ მივიდეს.

ჩემი კოლეგების უმრავლესობას დღეს ფილმების გადაღების შესაძლებლობა არ აქვს, ოკმელა და ანდრო ისევ ციხეში სხედან უსამართლოდ! ამ დროს ინსტიტუციას რომელიც ქართულ კინოს მხარს უნდა უჭერდეს, მართავენ ადამიანები რომლებმაც ცენზორის როლი მოირგეს!

ხელოვნება ჩვენგან საკუთარი თავის ბოლომდე მიძღვნას ითხოვს, სხვანაირად არ გამოდის. ასობით ჩემი კოლეგა, ჩემი მეგობარი, ვერ აკეთებს დღეს თავის საყვარელ საქმეს და როცა ქართული კინო საფრთხეშია ეს ნიშნავს რომ საფრთხეშია ყველა ადამიანი ვინც ამ ხელოვნებას თავი მიუძღვნა, წერს რეჟისორი.

16 აგვისტოს ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე უტა ბერიას მხატვრულმა ფილმმა, „ცრემლსადენი გაზი“ დამოუკიდებელი ჟიურის პრიზი მიიღო. რეჟისორმა მიღებული ჯილდო სინდისის პატიმარ მათე დევიძეს მიუძღვნა.

ფილმის ნაწილი თბილისში მიმდინარე საპტოტესტო აქციების დროს არის გადაღებული.

2023 წლის აგვისტოდან 450-ზე მეტი კინემატოგრაფისტი ბოიკოტს აცხადებს „მიტაცებულ კინოცენტრთან“ თანამშრომლობაზე. ბოიკოტს წინ უძღოდა მაშინდელი კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის დაანონსებული „რეფორმა“ და „საკადრო წმენდა“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved