ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი, გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და გამორიცხავს, რომ მას პირველ პოსტში ნახსენები წერილი მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.
მით უმეტეს გაუგებარია იმიტომ, რომ თავიდან ითქვა, რომ ადვოკატმა შეუტანა, ადვოკატი ამბობს, რომ ეს წერილი მე არ შემიტანიაო, ახლა მამუკა მდინარაძეს მიადგა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ბრალდება მოხსნა. მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა წერილი, აბსოლუტურად აბსურდული მოთხოვნებით, ასეთი რამე გამორიცხულია, გამორიცხულია და იმიტომ.
არ არსებობს ეგეთი, არც სამართლებრივად, არც ეთიკურად, არც პოლიტიკურად შეთავაზება, რომ იცი რა რაღაც გარანტია რომ გქონდეს, შენ აიღე შენ თავზე დანაშაული, რომელიც არ ჩაგიდენია, ჩვენ სპექტაკლს დავდგამთ და ეს ყველაფერი დაწერა მამუკა მდინარაძემ და გაუგზავნა ირაკლი ღარიბაშვილს, ეს არის გამორიცხული.
თვითონ ეს წერილები, გინდა ერთი, გინდა მეორე, რასაკვირველია, ბადებს ეჭვს, რომ არის აბსოლუტურად შეუსაბამო იმ რეალობასთან, რაც შექმნილია და ბადებს ეჭვს, რომ ვინმემ ან შეცდომაში შეიყვანა, ან აბსოლუტურად რეალობის შეგრძნება დაკარგა.
განსაკუთრებით რასაც განვიცდი არის, რომ იგი დაშვებას აკეთებს, რომ მის ოჯახს, მის ცოლ-შვილს შეიძლება რაიმე დაემუქროს. ეს არის პირდაპირ მცდელობა დისკრედიტაციისა ხელისუფლების,”
ცნობისთვის, პატიმარი ექს-პრემიერი ამბობს, რომ მას ციხეში წერილი მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.











კომენტარები