• რეკლამა
  • კონტაქტი
20:48, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თავისუფლების მოედანზე მიწის ქვეშ, სავარაუდოდ, X საუკუნის კერამიკა და ძველი კოლექტორების სისტემა აღმოაჩინეს

ალია ავტორი - ალია
12:14 08-19-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,847

თავისუფლების მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას მიწის ქვეშ, სავარაუდოდ, X საუკუნის კერამიკული ჭურჭელი და ძველი „გარეთუბნის“ კოლექტორების სისტემა აღმოაჩინეს.

ინფორმაციას „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ავრცელებს. მოძრაობა დედაქალაქის მერიას, ასევე კულტურის სამინისტროს და სააგენტოს მოუწოდებს, დაიწყონ აღნიშნული ტერიტორიის მოკვლევა.

თავისუფლები მეტროსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის მონაკვეთში აღმოჩენილია აგურის წყობა, სავარაუდოდ, მე-19 საუკუნის ძველი გარეთუბნის კოლექტორთა სისტემა, ასევე აღმოჩენილია ურამვი კერამიკის ჭურჭელი, რომელიც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მეათე, მეთერთმეტე საუკუნეს განეკუთვნება. მართალია, სამუშაოები შეჩერებულია, თუმცა დღემდე უცნობია, როდის დაიწყება გამოვლენილი არქეოლოგიური ფენების შესწავლა და საერთოდ, რა ბედი ელის მათ. ასევე უცნობია იმ სპეციალისტის ან სპეციალისტთა ჯგუფის ვინაობა, თუ ასეთი არსებობს, ვინც არქეოლოგიურ ზედამხედველობას უნდა უწევდეს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. 

ჩვენ მივმართავთ კულტურის სამინისტროს, საქართველოს კულტურუსლი მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, თბილისის მერიას, დაიწყონ კონსულტაციები კანონით განსაზღვრულ ვადაში გამოვლენილი არექოლოგიური ფენებისა თუ არტეფაქტების შესასწავლად და აგრეთვე, პროექტის მიმდინარეობისას ეფექტური არექეოლოგიური საზედამხედველო პროცესის კოორდინაციისთვის, – ამბობს მოძრაობაში. 

დარგის ექსპერტები კი ამბობენ, რომ თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას არქეოლოგიური ზედამხედველობა თავიდანვე უნდა განხორციელებულიყო. მათი შეფასებით, ისტორიული არეალის მკაცრი დაცვის სტატუსიდან გამომდინარე, ეს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომელიც დაირღვა.

ირღვევა კანონი კულტურულის მემკვიდრეობის შესახებ, იმიტომ, რომ ეს არის თბილისის ისტორიული ნაწილი და ეს არის ძეგლის ოფიციალური სახელწოდება, ვგულისხმობ არეალს, სადაც რეაბილიტაცია ტარდება  რუსთაელის გამზირზე და თავისუფლების მოედანს და ეს არის პირველი ზონა და მკაცრი დაცვის ზონა, რაც ნიშნავს იმას, რომ საპროექტო ჯგუფშიც უნდა ყოფილიყო სახელოვნებთმცოდნეო კვლევა, სადაც კონკრეტული არეალები იქნებოდა მითითებული სავარაუდო არექოლოგიური ფენების გამოვლენის თვალსაზრისით და თვითონ უკვე დაწყებული პროცესის პირობებში, პირველივე დღიდან, უნდა ყოფილიყო არქეოლოგიური ზედამხედველობა. ამას განსაზღვრავს კანონი, ეს არის წესი, რომელიც უკვე დარღვეულია, – ამბოლბს ექსპერტი.   

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved